სულ უფრო მინიმალური ცვლილებები შედის ყოველ ორშაბათს საჩოგბურთო რეიტინგ-ლისტებში
სულ უფრო მინიმალური ცვლილებები შედის ყოველ ორშაბათს საჩოგბურთო რეიტინგ-ლისტებში.

ბუნებრივია, ტურნირთა რიცხვი კლებულობს, სპორტსმენთა უმეტესობა კი უკვე ისვენებს, ან ახალი სეზონისთვის ემზადება.

გაგაცნობთ ქართველ ჩოგბურთელთა დღევანდელ მდგომარეობას მსოფლიო კლასიფიკაციაში - ქალები: 90 (-) ანა ტატიშვილი - 744 ქულა; 178 (-) მაკა ჩახნაშვილი - 359; 271 (-) სოფიო შაფათავა - 204; 348 (-1) ოქსანა კალაშნიკოვა - 135; 397 (+7) ეკა გორგოძე - 103; 435 (-1) სოფიო ქვაცაბაია - 89; 467 (-1) თათია მიქაძე - 78; 984 (+2) ნათია გეგია - 11; 1004 (+2) ანი გოგვაძე - 10; 1209 (-1) მაგდა ოქრუაშვილი - 3. ვაჟები: 1247 (-8) გიორგი ცივაძე - 3 ქულა; 1 344 (-8) ლადო ჩიხლაძე - 2; 1 460 (-3) ალექსანდრე მეტრეველი - 2. მხოლოდ 19 წლის გორგოძის მიღწევას გამოვყოფთ, ის პირველად შევიდა მსოფლიოს საუკეთესო 400-ეულში.

ანთალიაში მორიგი 10-ათასიანი ტურნირი დაიწყო. ძირითად ბადეში გასვლას 16 წლის თამარ ჭალაგანიძე ცდილობდა, მაგრამ პირველივე საკვალიფიკაციო წრეში მე-7 ნომრად განთესილ იტალიელ ჯულია პაზინისთან (905) წააგო - 4:6, 0:6. ძირითად ბადეში ეკა გორგოძე ითამაშებს.

ვაჟთა საკვალიფიკაციო ბადეში გიორგი ცივაძე მე-16 ნომრად განთესეს. მან პირველ წრეში პოლონელ ბიშკო სიეკიერჟაკს მოუგო - 6:2, 2:6, 6:3. მეორეში კი რუმინელი კატალინ-პეტრე ნედელესკუ დაამარცხა - 3:6, 6:4, 6:2. ფინალურ წრეში ის მე-7 ნომრად განთესილ შვედ ლუკას რენარდს (886) ხვდება.

ახალგაზრდებში ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ "ორანჯ ბოულზე" საქართველოს სახელით იასპარეზა დანიელა დანიელმა. 17 წლის ჩოგბურთელმა პირველ საკვალიფიკაციო წრეში ამერიკელ კორტნი კოლოტონთან წააგო - 2:6, 1:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა