მოლდოვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული ქართველი ნახევარმცველით ჩვენი კლუბები რატომღაც არ დაინტერესდნენ
ლევან კორღალიძე კიშინიოვის "დაჩიადან" საქართველოში რომელიმე აქაურ კლუბში ჩარიცხვის იმედად დაბრუნდა. 31 წლის გამოცდილმა ნახევარმცველმა ამის გამო რუმინულ "გაზ მეთანში" გადასვლაზე თქვა უარი. მოლდოვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული ქართველით კი ჩვენი კლუბები რატომღაც არ დაინტერესდნენ, კორღალიძე ისევ მოლდოვაში გაბრუნდა და ამჯერად კიშინიოვის მეორე კლუბის, უფრო ტრადიციულისა და ცნობილის, "ზიმბრუს" ფორმას მოირგებს.

"ზიმბრუსთან" კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობასთან ყველა საკითხი შევათანხმე და, ალბათ, ერთწლიან ხელშეკრულებას გავაფორმებთ", - გვითხრა კორღალიძემ.

"დაჩიაში" ყოფნისას კორღალიძემ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონის" წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშა, შემდეგ ქართველი თანაგუნდელის, დავით გამეზარდაშვილის უსაფუძვლო გაშვების გამო კლუბი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ოთხი თვის უთამაშებელმა ინდივიდუალურად ვარჯიში სექტემბრის ბოლოს განაახლა. ოქტომბრის შუა რიცხვებში თბილისის "დინამოში" მისცეს ვარჯიშისა და ფორმის აღდგენის საშუალება და "დინამოს" ორმხრივ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. მას გუნდში დარჩენის იმედი ჰქონდა, მაგრამ თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ მისი დატოვება არ ისურვა.

"ჩემთვის მოულოდნელად ოქტომბერში "დაჩიას" ყოფილი მეპატრონე ასლან შიშხანოვი დამიკავშირდა. "დაჩიადან" გათავისუფლების ფურცელი აღებული არ მქონდა და დაინტერესდა, შენზე სატრანსფერო მოთხოვნა არ ყოფილა და რა ხდება, სად მიდიხარო. ავუხსენი, რომ საქართველოში დარჩენა მსურდა. აღმოჩნდა, რომ შიშხანოვი "დაჩიას" ნაცვლად კიშინიოვის "ზიმბრუს" სპონსორობას აპირებდა და შემომთავაზა, თუ გადმოხვალო.

საქართველოში თამაში მინდოდა და ამიტომ პირველად უარი ვუთხარი. მერე "დინამოში" მივედი და მეგონა, დავრჩებოდი, მაგრამ გარსიამ უარი თქვა. ასე რომ, აქ ჩემი ადგილი არ მოიძებნა.

სწორედ ამ დროს კიდევ ერთხელ დამიკავშირდა შიშხანოვი, კარგად მახსოვს, "დაჩიადან" რატომ წახვედი, კაცურად მოიქეცი და თუ არანაირი წინანდადება არ გაქვს, "ზიმბრუში" წამოდიო, გამიმეორა. სხვა გზა არ მქონდა, მოლდავაში დაბრუნება გადავწყვიტე. სადაც მელიან და ხშირად მკითხულობენ, მეც იქ მირჩევნია თამაში.

ისე, "დაჩიას" გულშემატკივრების ძალიან მერიდება, "ზიმბრუ" და "დაჩია" ხომ მოშუღარები არიან. არადა, ჩემი წამოსვლისას "დაჩიას" ფანი მწერდა, აღარ მივალ თამაშებზეო, მეორემ, მთელი ცხოვრება მემახსოვრებიო. მათ სამტრო გუნდში გადასვლა ძალიან არ მსურდა, მაგრამ უგუნდოდ ვერ დავრჩებოდი", - თქვა კორღალიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა