ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, საქართველოს ნაკრების წევრებმა 3 მედალი მოიპოვეს
ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, საქართველოს ნაკრების წევრებმა 3 მედალი მოიპოვეს.

110 კგ-ში მემარცხენეებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა - გენადი კვიკვინიამ, 100 კგ-ში მემარჯვენეებს შორის ვერცხლის მედალი აიღო ვასილ დაუთაშვილმა, 70 კგ-ში ასევე მემარჯვენეებს შორის კი ბრინჯაო მოიპოვა ალექსანდრე აბუთიძემ.

ქართველი მკლავჭიდელები ყაზახეთიდან 4 დეკემბერს დაბრუნდნენ, 6 დეკემბერს კი მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები ფედერაციის ხელმძღვანელობამ და ფედერაციის გენერალური სპონსორის "ნატახტარის" წარმომადგენელმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამნისტროში პრესკონფერენციაზე შეაფასეს.

ერეკლე გურჩიანი:" მსოფლიოს ჩემპიონატზე 49 ქვეყნის მკლავჭიდელები გამოვიდნენ, ჩვენმა ნაკრებმა კი 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. მთლიანობაში შედეგით კმაყოფილ ვარ, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა, რომ არა მსაჯების არაობიექტურობა კიდევ რამდენიმე მედალი გვექნებოდა, თუმცა რას ვიზამთ ამითაც კმაყოფილები ვართ".

ნინო სურმავა (ნატახტარის წარმომადგენელი):" "ნატახტარი" მკლავჭიდის ფედერაციის გენერალური სპონსორია და მკლავჭიდელების წარმატება ძალიან ახარებს. ჩვენთვის მკლავჭიდი ტრადიციული სპორტის სახეობაა და ქართველი სპორტსმენების გამარჯვებაც ჩვეულებრივი ამბავია, ისინი გულშემატკივარს ყოველთვის ახარებენ".

გენადი კვიკვინია:" მსოფლიოს ჩემპიონატზე რთული ორთაბრძოლების გადატანა მომიხდა, რადგან სათანადოდ მომზადებული არ ვიყავი და 100% პროცენტით გამარჯვებას არ ველოდი, როგორც ადრე, სხვა შემთხვევებში. გარკვეული პრობლემების გამო, სათანადოდ ვერ მოვემზადე, თუმცა ამის მიუხედავად გავიმარჯვე, რაც ძალიან მახარებს".

msy.gov.ge

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა