"მანჩესტერ სიტიმ" იტალიური "მილანის" წარმომადგენლებს ნება დართო კარლოს ტევესთან მოლაპარაკებები დაიწყონ
"მანჩესტერ სიტიმ" იტალიური "მილანის" წარმომადგენლებს ნება დართო კარლოს ტევესთან მოლაპარაკებები დაიწყონ.

მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონი უკვე კარგა ხანია 27 წლის არგენტინელით არის დაინტერესებული, მაგრამ მანჩესტერში ფეხბურთელის გარშემო ისეთი ამბები იყო ატეხილი, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისგან თავს იკავებდა. მილანელთა შეფმა, ადრიანო გალიანიმ თქვა:

"ტევესი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია. ინგლისურმა კლუბმა ნება დაგვრთო ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მივსულიყავით და მოლაპარაკებები წამოგვეწყო. რაც შეეხება უშუალოდ "სიტისთან" მოლაპარაკებებს, ის ჯერ არ დაგვიწყია. წარმოდგენა არ გვაქვს მანჩესტერელებს რა უნდათ და, საერთოდაც, მიჯობს ტევესის თემაზე არ ვილაპარაკო, რადგან ბევრი ლაპარაკით მის ფასს გავზრდით, რაც ნამდვილად არ მაძლევს ხელს".

ინგლისური ტაბლოიდები წერენ, რომ არგენტინელი თავდამსხმელის აგენტი, ბრაზილიელი კია ჯურაბჩიანი გასულ კვირაში იტალიაში იყო და "მილანის" წარმომადგენლებს იქ ელაპარაკა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ვესტ ჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი იანვარში ისტლენდიდან წავა. დაუსრულებელი კონფლიქტების შემდეგ ტევესის "ეტიჰედ სთედიუმზე" დარჩენა გამორიცხულია. გეხსომებათ, რომ ტევესი, ნოემბერში, კლუბის ნებართვის გარეშე არგენტინაში დაბრუნდა და მას მერე ინგლისში აღარც დაბრუნებულა.

მილანელები კი, მოგეხსენებათ, თავდასხმის გაძლიერებით არიან დაინტერესებული. ავადმყოფობის გამო მათ ანტონიო კასანო გამოაკლდათ და წინა ხაზის გაძლიერება სჭირდებათ. ეს გალიანიმ საკუთარი პირით დაადასტურა. როდესაც ჰკითხეს, იანვრის სატრანსფერო ბაზარზე "როსონერი" აპირებს თუ არა აქტიურობას, მან უპასუხა: "თუ ვინმე შემოგვემატება, ეს იქნება თავდამსხმელი, რომელიც ანტონიო კასანოს ადგილს შეავსებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო