ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"პინგვინებს" მეკარემ მოუგო

"პინგვინებს" მეკარემ მოუგო

ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "პინგვინებმა" 46-ჯერ დაარტყეს "ბრუინზის" კარის მიმართულებით და ტომასი 45 დარტყმას გადაეღობა
რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა გაიმართა გუშინ დილით ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. მათგან ყველაზე დიდ ინტერესს აღმოსავლეთი კონფერენციის ლიდერის "პიტსბურგ პინგვინზისა" და სტენლის თასის მოქმედი მფლობელის "ბოსტონ ბრუინზის დაპირისპირება იწვევდა.

"დათვები" ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებიან - ამ მატჩამდე მათ ბოლო 14 შეხვედრაში 13 ჰქონდათ მოგებული. მათ არც "პიტსბურგი" დაინდეს.

"ბოსტონის" ფანები მეკარე ტიმ ტომასზე უნდა ლოცულობდნენ. "პინგვინებმა" 46-ჯერ დაარტყეს "ბრუინზის" კარის მიმართულებით და ტომასი 45 დარტყმას გადაეღობა. მარტო მესამე 20-წუთეულში მის ანგარიშზე 22 სეივი მოდის. ბუნებრივია, მეკარის დამაჯერებელი თამაში წინა ხაზის მოთამაშეებსაც გადაედოთ და მესამე პერიოდის სტარტისთვის სტუმრები სამშაბიანი უპირატესობით იგებდნენ.

მეორე პერიოდში გრეგორი კემპბელისა და ბენო პუიოს გოლებს მესამეში ტაილერ სეგუინმაც ერთი დაუმატა, რასაც "პიტსბურგმა" ერთი შაიბით უპასუხა. ამ მოგებით "ბოსტონმა" მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა ლიდერთან, თან მასზე სამი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

აღმოსავლეთის სამეულში მოხვედრის კარგი შანსი დაკარგა "რეინჯერსმა", რომელიც საკუთარ მოედანზე ხვდებოდა "ტორონტოს". პირველ 30 წუთში სამი შაიბის გაშვების შემდეგ, მასპინძლები ანგარიშის გასათანაბრებლად წინ წავიდნენ და კინაღამ მოახერხეს მატჩის გადარჩენა.

"რეინჯერსმა" უკვე მეორე პერიოდში შეძლო ორი შაიბის გაქვითვა, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ მოახერხა. მესამე პერიოდში სასწაულებს ჩადიოდა "ტორონტოს" მეკარე გუსტაფსონი, რომელმაც ბოლო ოცი წუთი მშრალად შეინახა საკუთარი კარი და შეწყვიტა "რეინჯერების" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია.

სამაგიეროდ, "ჩიკაგომ" გააკეთა ის, რაც "რეინჯერსმა" ვერ შეძლო. "ფინიქსთან" 0:3-დან "ბლეკჰოქსმა" ანგარიში გაათანაბრა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. თუმცა ჩიკაგოელებმა საბოლოო წარმატებას მაინც ვერ მიაღწიეს, რადგან ბულიტების სერიაში მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა.

ძალიან ცუდად მიდის "ტამპა ბეის" საქმეები. გუშინ ამ გუნდმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო, ამჯერად მას "ოტავამ" აჯობა. ბოლო პერიოდის წინ "ტამპას" ერთშაიბიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ დაცვაში რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და ამას კანადელებისგან სამი უპასუხო შაიბა მოჰყვა.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა 23 წლის ზაკ სმიტმა, რომელმაც დუბლი ჩაიწერა აქტივში. ასევე აღვნიშნავთ "სენატორთა" კაპიტანს დანიელ ალფრედსონს, რომლის ანგარიშზე გოლი და შედეგიანი პასი მოდის. "ოტავამ" ამ მოგებითა და "ვაშინგტონის" წაგებით პლეი ოფის ზონაში შეაღწია.

"ვაშინგტონი" პრაქტიკულად უშანსოდ იყო "ფლორიდას" წინააღმდეგ. ეს გახლდათ სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონის ლიდერთა შეხვედრა, ამიტომაც მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. "ფლორიდა" მოგების შემთხვევაში შვიდი ქულით დაშორდებოდა დედაქალაქურ კლუბს, რაც სეზონის ამ ნაწილში საკმაოდ დიდი ფორაა.

"პანტერებმა" შეძლეს ამ ამოცანის შესრულება. უკვე მე-17 წუთისთვის მათი უპირატესობა სამშაიბიანი იყო - 3:0. ამასთან, პირველ და მეორე გოლებს შორის ინტერვალმა 13 წამი შეადგინა. "კეპიტალზმა" ვერც მეორე პერიოდში გამოასწორა მდგომარეობა და მესამე 20-წუთეულის სტარტისთვის სხვაობა ისევ სამი შაიბა იყო - 5:2.

ბოლო პერიოდში "ფლორიდა" მხოლოდ დაცვაზე ფიქრობდა - 20 წუთის განმავლობაში მასპინძლებმა მხოლოდ ექვსი დარტყმა შეასრულეს - ორჯერ ნაკლები, ვიდრე "ვაშინგტონმა". ამ უკანასკნელმა შეძლო ორი უპასუხო შაიბის გატანა, მაგრამ მეტის გასაკეთებლად დრო არ ეყო.

კვირის სამი ვარსკვლავი

ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ გარსკვლავად "ნიუ იორკ აილენდერსის" მარცხენა ფრთა მეტ მოულსონი დაასახელა, რომელმაც სამ მატჩში შვიდი ქულის დაგროვება შეძლო.

მოულსონის ანგარიშზე ექვსი გოლი და ერთი საგოლე პასი მოდის. "დალასთან" მატჩში ის გახდა ამ სეზონის პირველი მოთამაშე, რომელმაც ერთ შეხვედრაში ოთხი გოლის გატანა შეძლო.

"კოლორადო ეველანშის" ცენტრი რაიან ო’რაილი კვირის მეორე ვარსკვლავია. მანაც გასულ კვირას შვიდი ქულა (4 გოლი, 3 პასი) დააგროვა, თუმცა ამისთვის ოთხი მატჩის ჩატარება დასჭირდა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი კი "ლოს ანჯელეს კინგზის" მეკარე ჯონათან კუიკს ერგო, რომელმაც ერთი შათაუტი შეასრულა, საშუალოდ მატჩში 0.5 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 98.7პროცენტი მოიგერია.

რეინჯერსი-ტორონტო 2:4

0:1, 2:2, 0:1

გოლები: 0:1 ფრანსონი-2 (ლაილსი-14, კესელი-17), 0:2 ტიმ კონოლი-4 (ფრატენი-4), 0:3 ლუპული-13 (ბოჟაკი-11, კესელი-18), 1:3 ანისიმოვი-4 (პრუსტი-4, დელ ზოტო-8), 2:3 გაბორიკი-13 (სტეპანი-11, ბ. რიჩარდსი-13), 2:4 შტეკელი-5 (შენი-8).

პიტსბურგი-ბოსტონი 1:3

0:0, 0:2, 1:1

გოლები: 0:1 გ. კემპბელი-2 (პეი-1, შ. ტორნტონი-3), 0:2 პუიო-4 (პევერლი-13), 0:3 სეგუინი-13 (პ. ბერჟერონი-14, პევერლი-14), 1:3 კუკი-6 (ვიტალე-4).

ოტავა-ტამპა ბეი 4:2

0:0, 1:1, 3:1

გოლები: 0:1 ჟერვე-2 (სტემკოსი-12, მ-ა. ბერჟერონი-18), 1:1 ზ. სმიტი-7 (კოუენი-2, დაუგავინსი-4), 1:2 სან ლუი-8 (სტემკოსი-13), 2:2 ალფრედსონი-6 (სპეცა-16, ანდერსონი-3), 3:2 ფოლინო-8 (ალფრედსონი-8, ვინჩესტერი-5), 4:2 ზ. სმიტი-8 (გონჩარი-16, ფილიპსი-7).

ფლორიდა-ვაშინგტონი 5:4

3:1, 2:1, 0:2

გოლები: 1:0 უეისი-10 (ბ. კემბელი-19, კულიკოვი-15), 2:0 სატორელი-4 (კულიკოვი-16, ვივერი-9), 3:0 კულიკოვი-3 (ბ. კემბელი-20, უეისი-18), 3:1 ნუბლი-3 (მ. იოჰანსონი-8, ორლოვი-3), 4:1 ბერგენჰაიმი-4 (მატიასი-4, გარისონი-5), 5:1 უეისი-11 (ფლიშმანი-16, ბ. კემბელი-21), 5:2 იკინი-3 (მ. პერო-3, ჯ. კარლსონი-10), 5:3 ლეიჩი-6 (ჯ. უორდი-6, ჯ. კარლსონი-11), 5:4 ჩიმერა-11 (ჯ. კარლსონი-12, ჰალპერნი-5).

ჩიკაგო-ფინიქსი 3:4 (ბ)

0:2, 3:1, 0:0, 0:0

გოლები: 0:1 ტორესი-4 (ბოდკერი-5), 0:2 ვრბატა-13 (რეი უიტნი-14), 0:3 იენდლი-3 (შლემკო-7), 1:3 ტეუვზი-16 (პ. კეინი-22, კარჩილო-7), 2:3 ტეუვზი-17 (კეიტი-17, შარპი-14), 3:3 პ. კეინი-8 (ტეუვზი-15, სტალბერგი-9).

ბულიტები გაიტანეს: ეკმან-ლარსონი (ჩიკაგო), ვრბატა (ფინიქსი).

აღმოსავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. პიტსბურგი* 28 16 8 4 36

2. ბოსტონი* 25 17 7 1 35

3. ფლორიდა* 27 15 8 4 34

4. რეინჯერსი 24 15 6 3 33

5. ფილადელფია 25 15 7 3 33

6. ტორონტო 27 15 10 2 32

7. ბაფალო 26 14 11 1 29

8. ოტავა 27 13 11 3 29

9. ვაშინგტონი 26 13 12 1 27

10. მონრეალი 27 11 11 5 27

11. ვინიპეგი 26 11 11 4 26

12. ნიუ ჯერსი 25 12 12 1 25

13. ტამპა ბეი 26 11 13 2 24

14. აილენდერსი 24 8 11 5 21

15. კაროლინა 28 8 16 4 20

დასავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. მინესოტა* 27 17 7 3 37

2. ჩიკაგო* 28 16 8 4 36

3. დალასი* 26 15 10 1 31

4. დეტროიტი 25 16 8 1 33

5. ვანკუვერი 26 15 10 1 31

6. სტ. ლუისი 26 14 9 3 31

7. ფინიქსი 26 14 9 3 31

8. ლოს ანჯელესი 26 13 9 4 30

9. სან ხოსე 23 14 8 1 29

10. ედმონტონი 27 13 11 3 29

11. ნეშვილი 26 12 10 4 28

12. კოლორადო 27 13 13 1 27

13. კალგარი 26 11 13 2 24

14. ანაჰაიმი 26 7 14 5 19

15. კოლამბუსი 26 7 16 3 17

* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები

გოლი+პასი

ფილ კესელი (ტორ) 34 (16+18)

ჯონათან ტეუვზი (ჩიკ) 32 (17+15)

კლოდ ჟირუ (ფილ) 32 (15+17)

ჯოფრი ლუპული (ტორ) 31 (13+18)

დანიელ სედინი (ვან) 30 (9+21)

პატრიკ კეინი (ჩიკ) 30 (8+22)

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 29 (16+13)

რ. ნიუჯენტ-ჰოპკინსი (ედმ) 29 (12+17)

სტივენ უაისი (ფლო) 29 (11+18)

გოლები

ჯონათან ტეუვზი (ჩიკ) 17

მილან მიხალეკი (ოტა) 16

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 16

ფილ კესელი (ტორ) 16

კლოდ ჟირუ (ფილ) 15

ჯეიმს ნილი (პიტ) 14

ევანდერ კეინი (ვინ) 14

პასები

პატრიკ კეინი (ჩიკ) 22

ბრაიან კემპბელი (ფლო) 21

დანიელ სედინი (ვან) 21

ერიკ კარლსონი (ოტა) 21

ჰენრიკ სედინი (ვან) 19

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!