ჰოფმანი დაადანაშაულეს იმაში, რომ 2003-06 წლებში ის აკრძალულ პრეპარატს იყენებდა
ავსტრიელი მოთხილამურე კრისტიან ჰოფმანი, რომელიც 2002 წლის ზამთრის თამაშების ჩემპიონია, ექვსი წლით არის დისკვალიფიცირებული დოპინგის მიღების გამო.

ჰოფმანი დაადანაშაულეს იმაში, რომ 2003-06 წლებში ის აკრძალულ პრეპარატს იყენებდა, თუმცა მას ვერც ერთი დადებითი დოპინგ-სინჯი ვერ აღმოუჩინეს, - წერს სააგენტო "როიტერი".

ავსტრიის ანტისადოპინგო სააგენტოს სადისციპლინო კომიტეტის წევრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჰოფმანი სისხლს აბარებდა ვენის ლაბორატორიაში, იქ მას "ამდიდრებდნენ", შემდეგ კი ტურნირის წინ უკან უსხამდნენ სპორტსმენს.

ანტისადოპინგო სააგენტომ დაამტკიცა, რომ მოთხილამურე კავშირში იყო ველომრბოლებთან - ბერნარდ კოლთან და მიკაელ რასმუსენთან,

რომლებიც დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს. 2009 წელს ჰოფმანს პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს, რის შემდეგაც ავსტრიელმა კარიერა დაასრულა. თავად სპორტსმენი, რომელსაც 25 დეკემბერს 37 წელი უსრულდება, ყოველთვის უარყოფდა ყველანაირ ბრალდებას.

2002 წელს სოლტ-ლეიკ-სიტის ოლიმპიადაზე ჰოფმანმა მეორე ადგილი დაიკავა 30-კილომეტრიან დისტანციაზე. მაგრამ მალე ამ რბოლაში პირველ ადგილზე გასული ესპანელი იოჰან მიულეგი აკრძალული პრეპარატის (დარბოპოეტინი) მიღებაში ამხილეს და ოქროს მედალი ჩამოართვეს, რომელიც სწორედ ჰოფმანს გადაეცა.

გარდა ამისა, ავსტრიელი ბრინჯაოს პრიზიორი იყო 50-კილომეტრიან დისტანციაზე 1998 წელს ნაგანოს ოლიმპიურ თამაშებზე, აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1999 წელს ესტაფეტაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა