მახაჩყალის "ანჟიდან" უზბეკურ "პახტაკორში" განათხოვრებული ქართველი ფეხბურთელი თავის მომავალს იანვარში გაარკვევს
დაახლოებით ერთი წლის წინ ირაკლი კლიმიაშვილი "ვიტ ჯორჯიადან" მახაჭყალის "ანჟიში" გადავიდა. კლიმიაშვილს მანამდეც სურდა უცხოეთში წასვლა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელისთვის ეს განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული - საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელები ნაკლებად რეკლამირებულები არიან, რადგან ჩვენს ნაკრებებს კარგი შედეგები არ აქვთ.

როგორც უნდა იყოს, კლიმიაშვილმა, ვინც ახალგაზრდულ ნაკრებში მართლაც საკვანძო ფეხბურთელი იყო და ეროვნულ გუნდშიც უთამაშია რამდენიმე მატჩი, ფანჯარა გაჭრა, თუმცა რუსული პრემიერლიგა ჯერ არ დაუგემოვნებია - დაღესტნურმა კლუბმა ირაკლი უზბეკეთში, ტაშკენტის "პახტაკორში" გაანათხოვრა.

შეიძლება ითქვას, რომ კლიმიაშვილის აზიური მონაგარი რიგიანია - "პახტაკორთან" ერთად უზბეკეთის თასი მოიპოვა და ამაში დიდი წვლილიც დაიდო, ჩემპიონატში კი მესამე ადგილზე გავიდა.

თბილისში ჩამოსულ კლიმიაშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- უზბეკეთში დაახლოებით ოთხი თვე იყავი. როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი?

- ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურად იყო, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე მომიწია თამაშმა - ორივე ფლანგზე, გამთამაშებლად, საყრდენად, ერთხელ ცენტრფორვარდიც კი ვიყავი.

- "ვიტ ჯორჯიაში" და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, თუ არ ვცდები, ცენტრფორვარდად არასოდეს გითამაშია.

- ამ პოზიციაზე მხოლოდ უზბეკეთის თასის ფინალში ვითამაშე "ნასაფთან" - 3:1 მოვიგეთ და ორი გოლი მე გავიტანე. სხვათა შორის, "ნასაფი" აზიის ფეხბურთის კონფედერაციის თასის მფლობელია.

- რამდენად უყვართ ფეხბურთი უზბეკეთში? საშუალოდ რამდენი მაყურებელი ესწრებოდა "პახტაკორის" მატჩებს?

- საშინაო მატჩებზე 15-20 ათასი მაყურებელი მოდის, რა თქმა უნდა, თასის ფინალზე უფრო მეტი გულშემატკივარი იყო.

- "პახტაკორი" მართლაც ტრადიციული გუნდია უზბეკეთში.

- ასეა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს საგარეო მატჩებზე უფრო მეტი ქომაგი მოდიოდა, ვიდრე საშინაო თამაშებზე. "პახტაკორი" მთელ უზბეკეთში განსაკუთრებულად უყვართ, სახალხო გუნდივითაა, დაახლოებით ისე, როგორც ჩვენთან თბილისის "დინამო". კლუბი კერძოა და პირობებიც საკმაოდ ნორმალურია.

- ერთი ტრადიციული თემაც - შეადარე ჩვენი და უზბეკური ჩემპიონატები.

- მიმაჩნია, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონე უზბეკეთისაზე მაღალია, მაგრამ ჩვენთან ხალხი სტადიონზე არ დადის და ეს ბევრ რამეს აუფერულებს.

- გაისად სად იქნები? "პახტაკორისგან" გაქვს შემოთავაზება?

- იჯარის ვადა ამოიწურა და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ "პახტაკორს" "ანჟიდან" ჩემი გამოსყიდვა სურს.

- საკუთარ პერსპექტივას უფრო სად ხედავ?

- ჯერ "ანჟის" ხელმძღვანელობას უნდა დაველაპარაკო. "ანჟი" აქცენტს ტოპკლასის ლეგიონერებზე აკეთებს და უნდა გავარკვიო, რა პერსპექტივა მაქვს ამ კლუბში. ჩემთვის ყველაზე მთავარი ახლა სათამაშო პრქტიკაა. ყველაფერი იანვარში გაირკვევა.

- "პახტაკორში" ყოფნას ალბათ ისიც გიადვილებს, რომ გუნდში ერთადერთი ქართველი არ ხარ.

- კახა მახარაძე მართლაც კარგად თამაშობს, ნახევარდაცვის ცენტრში ჩინებულად ირჯება. საერთოდაც, უზბეკეთში ქართველები ძალიან უყვართ, განსაკუთრებული პატივისცემა აქვთ ჩვენდამი.

- აზიაში ცხოვრება ქართველებისთვის ძნელი არ არის?

- მთავარია, რომ იქ ფეხბურთი უყვართ, ქუჩაში ყველა გცნობს, ფეხბურთის დროს ხალხი სამსახურს ტოვებს და სტადიონზე მოდის - ასეთი სიტუაცია ფეხბურთელისთვის სასიამოვნოა.

- ბევრი ლეგიონერია უზბეკეთში?

- ცოტა არ არის, ყველაზე მეტნი სერბები არიან. უზბეკეთში ფეხბურთის პოპულარიზაციას იმანაც შეწყო ხელი, რომ იქ რივალდო და დენილსონი თამაშობდნენ, სკოლარი და ზიკო მწვრთნელობდნენ, დიდი ფული დაიხარჯა.

- იყო იმის შანსი, რომ "ვიტ ჯორჯიადან" ევროპულ გუნდში გადასულიყავი. როგორ ფიქრობ, "ანჟიში" წასვლა სწორი გადაწყვეტილება გამოდგა?

- სხვისთვის არ ვიცი, როგორ, ჩემთვის კი, ვფიქრობ, ასი პროცენტით სწორი გადაწყვეტილება იყო.

- როგორ ფიქრობ, უზბეკეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში მიიწვევენ?

- ეროვნულ გუნდში თამაში ყველა ფეხბურთელს სურს და არც მე ვარ გამონაკლისი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. საქართველოს ნაკრების ბევრ ფეხბურთელთან ვმეგობრობ, როცა ჩვენი გუნდი თამაშობდა, შეძლებისდაგვარად თვალყურს ვადევნებდი ყველაფერს, თითქოს მეც იქ ვიყავი.

დავით თავართქილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა