NBA-ს მოთამაშეების პროფკავშირთან კოლექტიური ხელშეკრულება ოფიციალურად ჯერ არ გაუფორმებია
NBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2011-12 წლების სეზონის მატჩების განრიგი გამოქვეყნდა. როგორც ცნობილი იყო, NBA-ს რეგულარული სეზონი 25 დეკემბერს დაიწყება და 2012 წლის 26 აპრილამდე გაგრძელდება. პლეი ოფის შეხვედრები სტარტს 28 აპრილს აიღებს, ხოლო ფინალური სერია არაუგვიანეს 26 ივნისს გაიმართება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ NBA-ს მოთამაშეების პროფკავშირთან კოლექტიური ხელშეკრულება ოფიციალურად ჯერ არ გაუფორმებია. მიუხედავად ამისა, მატჩების განრიგი მაინც გამოქვეყნდა. როგორც გაირკვა, დოკუმენტები ოფიციალურად ახლო მომავალში გაფორმდება.

შეგახსნებთ, რომ ზეპირი თანხმობა მხარეებს შორის 26 ნოემბერს იქნა მიღწეული.

იმ შემთხვევაში, თუ NBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განრიგი საბოლოო იქნა, 2011-12 წლის რეგულაურ სეზონში თითოეული გუნდი 66 მატჩს ჩაატარებს (16-ით ნაკლებს, ვიდრე ჩვეულებრივ იყო). 48 შეხვედრას გუნდები საკუთარი კონფერენციის მეტოქეებთან ჩაატარებენ, ხოლო 18 მატჩს სხვა კონფერენციის მეტოქეებთან გამართავენ.

პირველი სათამაშო დღის მთავარი მატჩი "დალას მავერიქსსა" და "მაიამი ჰიტს" შორის დაპირისპირება იქნება - ერთმანეთს NBA-ს ბოლო ჩემპიონატის ფინალისტები შეხვდებიან.

გარდა ამისა, 25 დეკემბერს კიდევ 4 შეხვედრა ჩატარდება: "ნიუ-იორკ ნიქსი"-"ბოსტონ სელტიქსი", "ლოს-ანჯელეს ლეიკერსი"-"ჩიკაგო ბულსი", "ოკლაჰომა-სიტი ტანდერი"-"ორლანდო მეჯიქი", "გოლდენ სთეიტი უორიორსი"-"ლოს-ანჯელეს კლიპერსი".

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე