<p>ორი აზრი არ არსებობს: არნე ფრიდრიხს "ვოლფსბურგში" გასატარებელი პირველი სეზონი სულ სხვანაირად წარმოედგინა... <br> ორი აზრი არ არსებობს: არნე ფრიდრიხს "ვოლფსბურგში" გასატარებელი პირველი სეზონი სულ სხვანაირად წარმოედგინა. გერმანიის ნაკრების გამოცდილმა მცველმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა, "ვოლფსბურგში" კი ამ ზაფხულს, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული "ჰერტადან" გადავიდა, პირველი ტური (1:2 ბაიერნთან) ზურგის პრობლემების გამო გააცდინა. ახლა კი გაირკვა, რომ 31 წლის უკანახაზელს სასწრაფოდ ოპერაცია სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ორი თვე ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს. დიდი შანსია, რომ ფრიდრიხმა გაცილებით დიდხანსაც დაისვენოს.</p><p>"ოპერაცია გარდაუვალია, რაც ძალიან სამწუხაროა. ჯერ არც ის ვიცი, რამდენ ხანს მომიწევს უქმად ყოფნა. ექიმები მეუბნებიან, მინიმუმ ორი თვე ვერ ითამაშებო. რას ვიზამ, ბედს უნდა შევეგუო, ოპერაციის შემდეგ კი ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვჯანმრთელდე," - უთხრა ფრიდრიხმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.</p><p>არნეს "ვოლფსბურგის" მაისურით ჯერ არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, მანამდე კი, "ჰერტას" კაპიტანი გახლდათ და ბერლინური კლუბის ღირსება ბუნდესლიგის 231 მატჩში (14 გოლი) აქვს დაცული. ამასთან, ფრიდრიხს გერმანიის ნაკრებში 79 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მისმა ტრავმამ უდავოდ ძალიან გაახარა "მგლების" იტალიელი მცველი ანდრეა ბარძალი, რომელიც ფრიდრიხისა და სიმონ კიაერის ტრანსფერების შემდეგ, "ვოლფსბურგის" დატოვებაზე ფიქრობდა. ახლა კი, არსად გაუშვებენ, რადგან "ვოლფსბურგს" იტალიელი ძალიან სჭირდება. სხვათა შორის, "ბაიერნთან" ბარძალიმ ძალიან კარგად ითამაშა და გუნდის მთავარი მწვრთნელის, სტივ მაკლარენის ქება დაიმსახურა.</p>
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე