ფიფას პრეზიდენტი კმაყოფილია იმით, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი ელიტურ ლიგებში გუნდების შემცირების აუცილებლობაზე ალაპარაკდა
ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი კმაყოფილია იმით, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი ელიტურ ლიგებში გუნდების შემცირების აუცილებლობაზე ალაპარაკდა.

კატალონიელი ფუნქციონერის თქმით, უკეთესი იქნება, თუკი ლა ლიგაში გუნდების რაოდენობა 16-მდე შემცირდება. "როსელს პირადად მივულოცავ ამ იდეის მოფიქრებას, როცა იაპონიაში საკლუბო ჩემპიონატის მიმდინარეობისას შევხვდები. მის იდეას 100%-ით ვიზიარებ. ამაზე ლაპარაკი ფიფაში 15 წლის წინ დავიწყეთ, მაგრამ ნაციონალურმა ფედერაციებმა მხარი არ აგვიბეს. მოხარული ვარ, რომ ისეთი დიდი კლუბის პრეზიდენტმა, როგორიც "ბარსელონაა", მსგავსი იდეა წამოაყენა," – განაცხადა ბლატერმა.

ადრიანო კიდევ ერთი წლით

ბრაზილიის 2011 წლის ჩემპიონმა "კორინთიანსმა" სკანდალისტ ადრიანოსთან კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელა. 29 წლის თავდამსხმელი აღნიშნულ კლუბში "რომას" ამა წლის მარტიდან იჯარით ჰყავს მივლენილი. ფეხბურთელს ლამის მთელი წელი ტრავმები აწუხებდა, რის გამოც მის ანგარიშზე 4 მატჩში სულ 1 გოლია.

ჩინური პერსპექტივა

ჩინეთის ჩემპიონატს უახლოეს ხანებში შეიძლება ორმა ვარსკვლავმა მიაშუროს. "ჩელსის" 32 წლის ფრანგი თავდამსხმელი ნიკოლა ანელკა რომ "არისტოკრატთა" მიტოვებას აპირებს, რა ხანია ყველამ იცის. ანდრე ვილაშ-ბოაში დენიელ სტარიჯის გუნდში დაბრუნების შემდეგ (იჯარით ის "ბოლტონში" თამაშობდა) ნიკოლას საერთოდ აღარ ათამაშებს. ასეთმა დამოკიდებულებამ კი ფრანგი ვარსკვლავი გააღიზიანა.

როგორც "ფრანს ფუტბოლი" წერს, ანელკა იანვარში სათამაშოდ "შანხაი შენხუაში" გადავა. ინფორმაციას ადასტურებს ჩინური კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მა იუეც. პრეზიდენტ ჟუ ჩჟუნის თქმით კი მხარეებმა უკვე შეათანხმეს სამწლიანი კონტრაქტი, რომელსაც ხელი მალე მოეწერება.

ჩინეთშივე განაგრძობს კარიერას "რეალისა" და "ბეშიქთაშის" ყოფილი ვარსკვლავი ხოსე მარი გუტიერესიც, ვინც ერთი კვირის წინ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. "ჩინეთიდან შემოთავაზებები ნამდვილად მაქვს და ალბათ მათ შემოთავაზებას დავთანხმდები კიდეც," – ამბობს 35 წლის ესპანელი.

კეჟმანი მიდის

მატეა კეჟმანი ფეხბურთის თამაშს როცა იწყებდა, მას ლეგენდარული თანამემამულის პრედრაგ მიატოვიჩის მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. 19 წლისამ მან ბელგრადის "პარტიზანის" რიგებში ჩემპიონთა ლიგაში გამოიჩინა თავი. 2000 წელს კი "ეინდჰოვენს" მიაშურა, სადაც მისი ვარსკვლავი კიდევ უფრო აკიაფდა. ერედივიზიეს 122 შეხვედრაში მან 105 გოლი გაიტანა.

კეჟმანის უიღბლობა "ჩელსიში" ტრანსფერით დაიწყო. სერბი ვერაფრით შეეგუა პრემიერლიგას და ლამის ყველაფერზე აიცრუა გული.

"ჩელსის" "ატლეტიკოში", "ფენერბაჰჩეში", "პარი სენ-ჟერმენში", "ზენიტსა" და ჩინურ "საუთ ჩაინაში" ტრანსფერები მოჰყვა. მატეას კარიერა

აღარ აეწყო.

32 წლის ფეხბურთელი ამჟამად ბორისოვოს ბატე-ში ირიცხება, თუმცა ვერც აქ ხვდება ძირითად შემადგენლობაში. მოლდოველთა მთავარი მწვრთნელის ვიქტორ გონჩარენკოს თქმით, მატეა სერიოზულად ფიქრობს ფეხბურთიდან წასვლაზე. თავად კეჟმანს აღნიშნულ ინფორმაციაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლონეთი-პორტუგალია თებერვალში

ამ დღეებში პოლონეთისა და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციებმა საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ 29 თებერვალს ამ ქვეყნის ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრებიან. მატჩი ვარშავის ნაციონალურ სტადიონზე შედგება. თამაში ახლადგახსნილ 58 ათასიან არენაზე პირველი იქნება. პოლონელებს ახალი სტადიონის მშენებლობა 500 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა