რუსული ველოსპორტის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრ კოლობნევი სერიოზულ სკანდალში გაეხვა - ის კოლეგისგან ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი
რუსული ველოსპორტის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრ კოლობნევი სერიოზულ სკანდალში გაეხვა - ის კოლეგისგან ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.

როგორც ამბობენ, რუსმა 2005 წელს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შეგნებულად წააგო პრესტიჟული რბოლა – "ლიეჟი-ბასტონი". შვეიცარიულმა ჟურნალმა L'Illustre-მა დაწერა, რომ კოლობნევმა 100 ათასი ევრო მიიღო ყაზახი ალექსანდრ ვინოკუროვისგან, სანაცვლოდ კი დაპირდა მას, რომ არ შეებრძოლებოდა საფინიშო სპორტის დროს.

L'Illustre-ს წყაროდ მოჰყავს სპორტსმენების მიმოწერა ელექტრონულ ფოსტაზე. კერძოდ, რბოლის დასრულების შემდეგ კოლობნევმა შვეიცარიის ბანკში საკუთარი ანგარიშის რეკვიზიტები გაუგზავნა ვინოკუროვს.

ყაზახმა იმავე გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო რბოლის "ჩაწყობის" ბრალდება – მისი თქმით, კოლობნევს ასი ათასი ევრო ვალში მისცა. ვინოკუროვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს მისი პირადი საქმეა და დაამატა - ამ გზით სხვებს ხშირად ვეხმარებიო. მანვე ისიც თქვა, რომ ეს ისტორია ვიღაცის მიერ მისი სახელის გასატეხად არის შეთხზული.

კოლობნევი 2008 წლის ოლიმპიური თამაშების პრიზიორია. 2011 წლის ზაფხულში, ტურ დე ფრანსის მსვლელობისას მის ორგანიზმში აღმოაჩინეს აკრძალული პრეპარატი - ჰიდროქლოროტიაზიდი. რუსმა განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს საიდან მოხვდა ეს ნივთიერება მის ორგანიზმში.

რუსეთის ფედერაციამ კოლობნევს მხოლოდ ფულადი ჯარიმა და გაფრთხილება აკმარა, თუმცა ამ დღეებში ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირმა აპელაცია შეიტანა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში და კოლობნევისთვის უფრო მკაცრი სასჯელი მოითხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა