მსოფლიოს თასის გათამაშება ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში გაგრძელდა, სადაც მამაკაცებმა ამ სეზონში მესამედ გაითამაშეს პირველობა გიგანტურ სლალომში
სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასის გათამაშება ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში გაგრძელდა, სადაც მამაკაცებმა ამ სეზონში მესამედ გაითამაშეს პირველობა გიგანტურ სლალომში.

წელს ამ დისციპლინაში მოულოდნელ პროგრესს მიაღწია 20 წლის ფრანგმა ალექსის პინტურომ, რომელიც ერთხელ უკვე ვიხილეთ პოდიუმზე და ამჯერადაც ჰქონდა სამეულში მოხვედრის რეალური შანსი. პირველი ცდის შემდეგ მან ლიდერობა იგდო ხელთ და ფავორიტის სტატუსიც მოიპოვა.

მაგრამ მეორე ცდის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. პინტურომ ტრასაზე უმნიშვნელო შეცდომა დაუშვა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფრანგი პოდიუმის მიღმა დარჩენილიყო.

მეორე ცდა ყველაზე კარგად გამოცდილ ამერიკელ ტედ ლიჯეტის გამოუვიდა. ის ერთადერთი იყო, ვინც იმ დღეს წუთსა და 20 წამზე ნაკლები დრო აჩვენა და ამის წყალობით, ორი ცდის ჯამში პირველობა მოიპოვა.

ლიჯეტი ფავორიტთაგან ერთადერთი იყო, ვინც ეს სტატუსი დაამტკიცა. სხვა გამოცდილი მოთხილამურეები ექვსეულშიც ვერ ვიხილეთ. სამაგიეროდ, გაიბრწყინეს ახალგაზრდებმა - ნორვეგიელი ჩეტილ იანსრუდი მეორე იყო ორი ცდის ჯამში, მესამეზე კი 23 წლის ავსტრიელი მარსელ ჰირშერი გავიდა, რომელმაც სამი დღის წინ ზუსტად ეს დისციპლინა მოიგო.

მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში ლიჯეტიმ მეორე ადგილზე გადაინაცვლა - ამერიკელი 45 ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ ნორვეგიელს აქსელ ლუნდ სვინდალს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა