ზესტაფონელებმა მატჩის ბოლო წუთებზე გატანილი ორი გოლის წყალობით საქართველოს თასის ნახევარფინალში გააღწიეს
ზესტაფონი. დ.აბაშიძე 4000 მაყურებელი

ზესტაფონი-ტორპედო 2:1 (პირველი მატჩი 1:1) [იხილეთ ვიდეო]

0:1 გოცირიძე (62.დოლიძის პასით), 1:1 გორგიაშვილი (90), 2:1 ბენაშვილი (90+4)

ზესტაფონი ტორპედო

4-4-2 4-5-1

რ. კვასხვაძე ო. მიგინეიშვილი

ღონღაძე ფოფხაძე

საჯაია ს. თოდუა

ონიანი გამეზარდაშვილი

ელიავა გურული

აფციაური დოლიძე

გორგიაშვილი დიღმელაშვილი

ძარია დათუნაიშვილი

ბაბუნაშვილი ბოლქვაძე

ს. ლომია თარხნიშვილი

დვალი გოცირიძე

მწვრთნელი მწვრთნელი

გ. ჭიაბრიშვილი გ. გეგუჩაძე

ზესტაფონი

66.ბაბუნაშვილი ბენაშვილი

78.ელიავა-ალადაშვილი

86.ძარია-სარდალიშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე,ჭანკოტაძე, ფიფია

ტორპედო

56. ბოლქვაძე-საბანაძე

63. გოცირიძე-მეგრელაძე

74. დიღმელაშვილი-კუხიანიძე

სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, იოსელიანი, ჯანელიძე

გაფრთხილება: ღონღაძე (50), ძარია (54), თოდუა (77)

არბიტრი: ლ.კვარაცხელია

დიდი ხანია, საქართველოს ჩემპიონატსა თუ თასზე ასეთი დრამატული მატჩი არ გვინახავს! ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის გამოირჩეოდა სანახაობრიობით და დაძაბულობით, მაგრამ გუშინდელმა შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

იმერული დერბი წლევანდელი სეზონის მშვენება აღმოჩნდა. ამ მატჩში იყო ყველაფერი ის, რისთვისაც გულშემატკივარს უყვარს ფეხბურთი. ჟინიანი თამაში, უსაზღვრო ემოციები, ლამაზი გოლები და საოცარი დასასრული, რომელმაც გუშინდელი მატჩი საფეხბურთო თრილერად აქცია... 90-ე წუთი მიმდინარეობდა, გოცირიძის გოლით სტუმრები 1:0-ს იგებდნენ და შეხვედრა ასე რომ დამთავრებულიყო, ნახევარფინალში "ტორპედო" გავიდოდა, მაგრამ... ის იყო, მსაჯმა შეხვედრას 4 წუთი დაამატა, რომ გორგიაშვილმა 30 მეტრიდან ძლიერად გაისროლა და მანამდე ბრწყინვალედ მოთამაშე ომარ მიგინეიშვილმა მცველისგან ასხლეტილ ბურთს ვეღარაფერი მოუხერხა - 1:1 ამ გოლმა შინ წასასვლელად გამზადებული ზესტაფონელი გულშემატკივრები სკამებზე დააბრუნა.

არენაზე თუ ტელეეკრანთან მაყურებელი, ალბათ, დამატებითი დროის საყურებლად მოემზადა, როცა ზესტაფონელთა ბოლო შეტევა ბენაშვილის უძლიერესი დარტმით და გამარჯვების მომასწავებელი გოლით დასრულდა - 2:1, რასაც კვარაცხელიას საფინალო სასტვენიც დაერთო. ზესტაფონელების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ისინი მომხდარს ვერც კი იჯერებდნენ, ტორპედოელები კი, ალბათ, გუშინდელი შოკიდან კარგა ხანს ვერ გამოვლენ - მათ ხომ ნახევარფინალის საგზური ბოლო 4 წუთში დაკარგეს.

ყოველივე ეს მატჩის უკანასკნელ წუთებზე მოხდა. მანამდე კი მოვლენები არანაკლებ საინტერესოდ ვითარდებოდა...

პირველი მეოთხედფინალური მატჩის 1:1 დასრულების შემდეგ საპასუხოში ფავორიტად მასპინძელი "ზესტაფონი" მიიჩნეოდა, მაგრამ ფავორიტობა მოგების გარანტიას არ იძლევა, მით უმეტეს, რომ გეგუჩაძის გაწვრთილი "ტორპედო" კარგ ფორმაშია და ამას წინათ ჩემპიონატში "ზესტაფონს" სტუმრადაც სძლია. თანაც, მასპინძლებს ნიკოლოზ გელაშვილი და შოთა გრიგალაშვილი აკლდათ, რაც სერიოზული დანაკლისია. როგორც გვითხრეს, გრიგალაშვილმა ვარჯიშზე ტვინის შერყევა მიიღო, გელაშვილი კი უშუალოდ მატჩის წინ მოწამლულა.

მწვრთნელებს ერთმანეთისთვის განსაკუთრებული ტაქტიკური სიურპრიზები არ შეუთავაზებიათ, გეგუჩაძემაც და მისმა ყოფილმა თანაშემწე ჭიაბრიშვილმაც ნაცადი სათამაშო სქემები გამოიყენეს. საწყის წუთებში გუნდები ფრთხილობდნენ და ერთმანეთის სისუსტეების ძიებაში იყვნენ, შემდე კი მასპინძელთა მცირე უპირატესობა გამოიკვეთა. განსაკუთრებით ჯაბა დვალი და გელაშვილის არყოფნაში მეორე ფორვარდად გამწესებული საბა ლომია აქტიურობდნენ.

გამოსარჩევია ამ უკანასკნელის მიერ შექმნილი მომენტი, როცა ახალგაზრდა თავდამსხმელი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე კარგად გასცდა მცველს და მახვილი კუთხიდან სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ოდნავ ააცილა. ზესტაფონელები ბურთის ფლობაში სტუმრებს კი სჯობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტებით "ტორპედოს" ჰქონდა უპრატესობა და რომ არა ბედის სიმუხთლე, ქუთათურები ანგარიშსაც გახსნიდნენ.

ასპროცენტიანი საგოლე შანსი გაუშვა ხელიდან რევაზ გოცირიძემ: მას შემდეგ, რაც კვასხვაძემ უხერხულად მოიგერია ბურთი, იგი კარიდან ხუთიოდე მეტრში მარტო აღმოჩნდა და გატანაში ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ სასწაულებრივ ააცილა. რამდენიმე წუთში გოცირიძემ კვასხვაძის კარი კი დალაშქრა, მაგრამ კვარაცხელიამ მანამდე წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. აქვე ვთქვათ, რომ გუშინდელ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ესწრებოდა, რომელმაც შესვენებისას საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" აკადემიას საჩუქრად 100 ბურთი გადასცა.

მეორე ნახევარი სანახაობრივად უკეთესი გამოდგა. ზესტაფონელთაგან ლომიას ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი, მაგრამ მისი თავური მიზანს ოდნავ ასცდა. საპასუხო შეტევისას კი სტუმრებმა მიზანს მიაღწიეს: მარჯვენა ფლანგზე გაჭრილმა დოლიძემ საჯარიმოში გოცირიძე მოძებნა, რომელმაც კარგად ითამაშა დასწრებაზე, გაიტანა კიდეც და "ტორპედოს" ისედაც აქტიური ფანკლუბი ემოციებისგან ბოლომდე დაცალა. გაშვებულმა გოლმა ზესტაფონელებს ნირი წაუხდინა, მათ შეცდომებს უხშირეს, განსაკუთრებით მარცხენა ფრთა მოიკოჭლებდა, რის გამოც დოლიძეს მოქმედებისთვის დიდი სივრცე ეძლეოდა. 70-ე წუთზე, ერთ-ერთი კონტრშეტევისას დოლიძეს თავადაც შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ შეცვლაზე შესული საბანაძე მოძებნა, რომელსაც დარტყმა ბენაშვილმა არ დაანება.

ზესტაფონელებმა მარცხის საშიშროება იგრძნეს და უფრო გააქტიურდნენ, ქუთათურები კი უკვე აშკარად ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნავდნენ. ძალზე რთული ბურთების მოგერიება მოუხდა პირველი მატჩის გმირს, ომარ მიგინეიშვილს, მან ერთმანეთის მიყოლებით დვალის, ბენაშვილის და აფციაურის ძლიერი დარტყმები მოიგერია. ზესტაფონელებმა ბოლოს შორეულ დარტმებზე გააკეთეს აქცენტი, გორგიაშვილმა ორჯერ უხეიროდ გაისროლა, მაგრამ, სამაგიეროდ, მის მესამე მცდელობას ულამაზესი გოლი მოჰყვა. შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები, ამაზე დასაწყისში ვთქვით. ფინალისდარ შეხვედრაში "ზესტაფონმა" შარშანდელ ნახევარფინალში "ტორპედოსთან" მარცხისთვის რევანში აიღო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩის შემდეგ

გია გეგუჩაძე: "ძალიან დრამატული შეხვედრა გამოდგა. რადგანაც ვერ მოვახერხეთ, ალბათ, არც ვიმსახურებდით გამარჯვებას და შემდეგ ეტაპზე გასვლას. ამისთვის ჯერ მზად არ ვართ, თუნდაც იმიტომ, რომ თამაში 90- წუთიანია და ყურადღების მოდუნება არ შეიძლება."

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ძალიან რთული მატჩი იყო. "ტორპედო" ძლიერი, დისციპლინიანი გუნდია, კარგ ფეხბურთს თამაშობს და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, მაგრამ იღბალი დღეს ჩვენსკენ იყო - ბოლო ოთხ წუთში რომ ორ გოლს გაიტან, ეს დიდი გამართლებაა..."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს