გუნდის ლიდერი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ირაკლი ქობალია ახალი წლიდან "ზესტაფონში" მოემზადება
ჩემპიონატის პირველი ეტაპი მალე დასრულდება და, დიდია ალბათობა, ზუგდიდის "ბაიაში" მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს.

გორის "დილასთან" მატჩის დასრულების შემდეგ "ბაიას" თავკაცებისგან შევიტყვეთ, რომ გუნდის ლიდერი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ირაკლი ქობალია ახალი წლიდან "ზესტაფონში" მოემზადება, გუნდს ესპანეთის საერთაშორისო ტურნირზე გაჰყვება, თუმცა ჯერ მისი ტრანსფერის საკითხი ბოლომდე არ გადაწყვეტილა - ირაკლის საფრანგეთში ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში წასვლის იმედი დღემდე არ გადაუწურავს.

სამაგიეროდ, გადაწყვეტილია "ზესტაფონში" ზუგდიდელთა ნახევარმცველ ლუკა გუგუჩიას გადასვლა. იმერულმა კლუბმა მას უკვე შესთავაზა კონტრაქტი და თუ რაიმემ არ შეუშალა ხელი, მეორე ეტაპზე ამ ნიჭიერ მოთამაშეს საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობაში ვიხილავთ. ყოველ შემთხვევაში, კლუბის მესვეურებმა გვითხრეს, რომ ის "ზესტაფონთან" ხელშეკრულებას მალე გააფორმებს.

ასევე სავსებით რეალურია, რომ "ბაია" დატოვონ მცველებმა ნიკა აფაქიძემ, დათა რიგვავამ, ნახევარმცველებმა ლევან წურწუმიამ და ზვიად სიხარულიამ.

რიგვავას და წურწუმიას ქუთაისის "ტორპედოში" იწვევენ, აფაქიძესა და სიხარულიას ამბავი კი ჯერ არ გადაწყვეტილა, თუმცა კლუბში იციან, რომ მათ თბილისის "დინამოში" იწვევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა