ალექს გარსიას გუნდში გელზინკირხენის "შალკეს" ქართველი ფეხბურთელის ლევან ყენიას იჯარით გადმოყვანაზე ფიქრობენ
ეროვნული ჩემპიონატის პირველ ეტაპზე თბილისის "დინამომ" მყარად გალიდერება ვერა და ვერ შეძლო. გუნდს რომ გაძლიერება სჭირდება, ეს, ბუნებრივია, კლუბის ხელმძღვანელებს კარგად ესმით.

მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ მარცხენა ფლანგზე ლევან ხმალაძის ტრავმის გამო წარმოქმნილი პრობლემის მოგვარება მოლდოვასა და სლოვაკეთში ნათამაშები მამუკა ლომიძის დამატებით სცადა - "დინამომ" 26 წლის მცველთან ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბულგარულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "დინამოს" "ბნეი სახნინის" ბულგარელი ფორვარდის, კოსტადინ ხაზუროვის გადაბირებაც სურს. მას ბულგარეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია და ერთხელ ეროვნული გუნდის ფორმაც მოურგია, ამჟამად კი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს - ისრაელის ლეუმით ლიგის 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

ცნობილია ისიც, რომ თბილისელებს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ნახევარმცველ გოგიტა გოგუას გადაბირებაც სურთ და მისგან წინასწარი თანხმობაც მიიღეს.

თუმცა, ეს "დინამოსთვის" სასურველი მოთამაშეების არასრული ჩამონათვალია: შევიტყვეთ, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა კიდევ რამდენიმე ცნობილ ქართველ მოთამაშესთან დაიწყეს მოლაპარაკება.

"დინამოს" ჯერაც არ განელებია ინტერესი დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" თავდამსხმელ ბექა გოცირიძის მიმართ, რომელიც ამჟამად ფორმის აღდგენას ამ უკრაინული კლუბის დუბლშემადგენლობაში ცდილობს.

დიღომში რამდენჯერმე ივარჯიშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშებმა რევაზ ბარაბაძემ, მაგრამ ძველი ტრავმებით გაწვალებულმა 23 წლის თავდამსხმელმა თავის დასაზღვევად მოცდა ამჯობინა - "დინამოში" ვარჯიშს იანვარში განაახლებს და იმ დროისთვის გადაწყდება, ჩაირიცხება თუ არა გუნდში.

"დინამოში" ხშირი ტრავმიანობით დატანჯული ლევან ყენიას აყვანაზეც დაფიქრდნენ. ლევანმა ვარჯიში განაახლა და, შესაძლოა, თბილისელებმა გელზენკირხენის "შალკეს" მისი იჯარით გადაყვანა სთხოვონ.

ცხადია, ცვლილებები მხოლოდ შემატებას არ გულისხმობს - "დინამოს" რამდენიმე მოთამაშის დათხოვნაც მოუწევს. ჯერ არ ადასტურებენ, მაგრამ გაშვების კანდიდატები ესპანელი თავდამსხმელი ალბერტ იაგუე და ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი რობერტინიო ლინდო არიან. ცხადია, მათ რამდენიმე ქართველიც მიჰყვება.

თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ გეგმებია და ამათგან რა განხორციელდება, მალე შევიტყობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani kaxeti
სასიამოვნოდ გაოცებული ვარ კოტოს პროგრესით,; ამ ბიჭმა დაამტკიცა, რომ დებიუტში პატარა ჩავარდნა დროებითი იყო და ძლიერ და სტაბილურ მოთამაშედ ყალიბდება; ასევე ალვარო, სერიოზული მოთამაშეა, აი, ჩისკო კი, მიუხედავად მისი დიდი გამოცდილებია, არასტაბილურია, რაც თანამედროვე ფეხბურთში მიუღებელია. რობერტინიოს გაშვება მე პირადად, არ მიმაჩნია სწორად, ძალზე ტექნიკურია და ალბათ ყველაზე შემტევი მთელ გუნდში.
merabi
კარგი იქნებოდა მალხაზ ასათიანი დინამოში გვენახა
vajiko
კოტოს რას ერჩი?? მშვენივრად თამაშობს თამაშებს ნახავდი,გოლებიც საკმაოდ აქვს გატანილი,აი იაგუე კი ნამდვილად არ გამოგვადგა,და რობერტინიო ალბათ ძალიან არასტაბილურია და ვერ ათამაშდა აგვისტოს შემდეგ
Lasha
კარგი გუნდი უნდა შეიკრიბოს წესით და მერე უეფაზე 2 ეტაპზე მეტის გავლაც უნდა მოვთხოვოთ გუნდს, გოგუა და ყენია დიდი ძალა იქნება გუნდისთვის, რობერტინოც ასე მგონია რომ საჭირო ფეხბურთელია ჩვენთვის, ძლიერ გუნდში უფრო გამოჩნდება. კ(უ)ოტო და იაგუე კი ჩჰვენი ჩემპიონატის დონეზეც ვერ ქაჩავენ და მაგათი იმედი არ უნდა გვქონდეს.
Dato
რობერტინიოს თუ უშვებენ ვისღა იტოვებენ? საინტერესოა...
Irakli
რობერტინიოს გაშვება დიდი შეცდომა იქნება
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა