"ჩელსის" ნახევარმცველი ხუან მატა ოცნებობს, რომ კოტდივუარელმა დიდიე დროგბამ დასავლეთლონდონის კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს
"ჩელსის" 23 წლის შემტევი ნახევარმცველი, ესპანელი ხუან მატა ოცნებობს, რომ მასზე ათი წლით უფროსმა კოტდივუარელმა დიდიე დროგბამ დასავლეთლონდონის კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს და "სტემფორდ ბრიჯზე" მის მხარდამხარ გააგრძელოს თამაში.

სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, დროგბა შეუჩერებელი გახლდათ. მან "ვალენსიას" ორი გოლი გაუტანა, მესამე კი 24 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რამირესმა შეაგდო. მართალია ამ შეხვედრაში თავად მატას გოლი არ გაუტანია, მაგრამ ჩინებული თამაშით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ესპანელმა თქვა: "დიდიე განსაკუთრებული დონის ფეხბურთელია. ის ღონიერია და სწრაფი, გოლების გატანაც ეხერხება და საგოლე პასების გადაცემაც.

"ჩელსისთვის" უმნიშვნელოვანესი ფიგურა რომ არის, წლების განმავლობაში ბევრჯერ დაუმტკიცებია, მაგრამ "ვალენსიასთან" შეხვედრაში ეს ერთხელაც დაადასტურა. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება მის "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩენა-არ დარჩენასთან დაკავშირებით. რაც არ უნდა იყოს, ეს ორი მხარის, მისი და კლუბის საქმეა, მაგრამ ჩვენ, გუნდის წევრებს, ძალიან გვინდა, რომ ისეთი თავდამსხმელები, როგორებიც არიან დროგბა, ფერნანდო ტორესი და სალომონ კალუ, არსად წავიდნენ".

ესპანელმა ვარსკვლავმა "ვალენსიასთან" გამარჯვებას ზოგადადაც დიდი მნიშვნელობა მიანიჭა. მან თქვა, რომ ეს სწორედ ის შედეგია, რომელზე დაყრდნობითაც "ლურჯებს" შეუძლიათ ბოლო დროს მოზღვავებულ პრობლემებს სძლიონ და პრემიერლიგაში მდგომარეობა გააუმჯობესონ. მოგეხსენებათ, მომავალ ორშაბათს, "ჩელსი" ლიდერს, "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს. მატას თქმით ეს საუცხოო შესაძლებლობაა იმის დასამტკიცებლად, რომ "ლურჯების" გუნდი კვლავ აგრძელებს პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლას.

"მოდი, მიმდინარე ჩემპიონატში "ჩელსის" გამარჯვებას ნუ გამოვრიცხავთ. პრემიერლიგის პირველობის დამთავრებამდე ჯერ ბევრი ტურია და თითოეულ მათგანში მოედანზე მოგებისთვის გავალთ. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ლიდერი შევავიწროვოთ. ყოველდღიურად შევეცდებით პირველ ადგილს მივუახლოვდეთ და ბოლოს ცხრილის სათავეშიც მოვექცეთ.

ვიცით, რომ კრიტიკოსები არ გვაკლია, მაგრამ მათ "ნიუკასლთან" ბოლო ტურის შეხვედრითა და "ვალენსიასთან" დიდებული თამაშით გავეცით პასუხი. ამ ორმა მატჩმა საკუთარი შესაძლებლობების რწმენა გაგვიძლიერა და ახლა, მთელი კვირის განმავლობაში, სერიოზულად მოვემზადებით, რათა ორშაბათს "სიტისთან" წარმატებაც გადავაბათ.

"სიტის" დამარცხებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. საქმე ის არის, რომ ამ სეზონში დიდ გუნდებთან ვმარცხდებით. წავაგეთ "ლივერპულთან", "არსენალთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან. დროა ეს სტატისტიკა შეიცვალოს.

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგაში საუცხოოდ გამოდის. ისტლენდელები ღირსეული ლიდერები არიან, ყოველ შეხვედრას იგებენ, მაგრამ ამჯერად "სტემფორდ ბრიჯზე" უწევთ ჩამოსვლა, რაც, იმედია ვითარებას ჩვენს სასარგებლოდ შეცვლის. ამბობენ, რომ ორშაბათს ის მატჩია, რომელშიც დამარცხება არაფრით შეიძლება. რა გითხრათ... მე სხვანაირად ვუყურებ: ჩვენ მოგება გვინდა და ამისათვის ვემზადებით. წაგებაზე "ჩელსი" არასდროს ფიქრობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე