ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"სიტი" გავარდა, რა მოხდება მერე?

"სიტი" გავარდა, რა მოხდება მერე?

კითხვა-პასუხის თემა პრემიერლიგის ლიდერის, "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაა
მოგეხსენებათ, ინგლისურ გაზეთებს ჩვევად აქვთ, შიგადაშიგ, მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ ან რაიმე გამორჩეულ საკითხთან დაკავშირებით, კითხვებს სვამენ და თავად პასუხობენ.

ანალიზის ფორმა აქვთ ასეთი. ამჯერად, კითხვა-პასუხის თემა პრემიერლიგის ლიდერის, "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაა. გთავაზობთ გაზეთ "სანის" ვერსიას.

სად მიიყვანა ამ გამოვარდნამ მანჩინი?

დაახლოებით იქ, სადაც "ბაიერნთან" ბოლო თამაშის წინ იყო. რასაკვირველია, პლეი ოფის მიღმა დარჩენა "ეტიჰედ სთედიუმზე" გულისტკენას გამოიწვევს, მაგრამ "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივარი, საბოლოოდ, ამას, მაინც, მცირე წარუმატებლობად მიიჩნევს.

რასაკვირველია, ისტლენდელთა იტალიელმა მწვრთნელმა დიდძალი ფული დახარჯა, მაგრამ ფაქტია, რომ მან გუნდი მთელი საფეხურით მაღლა აიყვანა.

გასულ სეზონში მანჩინის ორი მკაფიოდ გამოხატული ამოცანა ჰქონდა: ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილის დაკავება და 35 წლიანი უტიტულო ეპოქისთვის წერტილის დასმა. მან ორივეს წარმატებით გაართვა თავი - პრემიერლიგაში მეორე ადგილზე გავიდა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგო. ახალ სეზონში მისი მიზანი კიდევ უფრო მაღლა ასვლაა, თუმცა ნამდვილ მიღწევად ინგლისის ჩემპიონობა ჩაეთვლება.

და მართლაც, სეზონი "სიტიმ" ისე დაიწყო, რომ გაზაფხულზე ტიტულისთვის ბრძოლაში კვლავ მთავარი ფალავანი რომ არ იყოს, ყველას გაუკვირდება. ერთი სიტყვით მანჩინი უსაფრთხოდ კი არა, კარგ პოზიციაზეა. თან, სექტემბერში, აღმასრულებელი შეფის თანამდებობიდან გარი კუკის გაშვებამ კლუბში მისი პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა - ზაფხულში წყვილი სატრანსფერო თანხების გამო დაუსრულებლად კამათობდა.

ფანები მანჩინის აშკარად მხარს უჭერენ და თავიანთ სიყვარულს ყოველ ტურში დაუფარავად გამოხატავენ ტრიბუნიდან.

სად მოხვდა სიტი?

ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტისთვის ამაზე მძიმე ჯგუფის წარმოდგენა ძნელი იყო. არ დაგავიწყდეთ, რომ კენჭისყრის დროს "სიტი", როგორც დებიუტანტი მესამე კალათის გუნდებთან ჰყავდათ ჩაგდებული. შესაბამისად, ისტლენდელებმა თავი ისეთ ჯგუფში ამოყვეს, სადაც ჯერ ერთი მიუნხენის "ბაიერნი" იყო, მის გარდა კი იყვნენ იტალიისა და ესპანეთის ძლიერი გუნდები. შეჯიბრების მსვლელობისას გაირკვა, რომ "ვილიარეალი" მთლად ძლიერი არ იყო და "სიტიმ" ორივე შეხვედრაში აჯობა კიდეც, მაგრამ "ბაიერნი" და "ნაპოლი" სხვა დონისანი აღმოჩნდნენ.

ერთი სიტყვით, "მანჩესტერ სიტის" ის, რასაც ასე წარმატებით აკეთებს პრემიერლიგაში, ჩემპიონთა ლიგაში არ გამოუვიდა. თუკი ინგლისური გუნდები მისი ბრწყინვალებით ცოტა დარეტიანებულებიც კი არიან და ეს თამაშებზე აისახება, კონტინენტზე ისტლენდური ეფექტი არ მოქმედებდა. თან, პრემიერლიგის გუნდებისგან განსხვავებით "ბაიერნი" და "ნაპოლი" დაცვაში გაცილებით ჩაკეტილები აღმოჩნდნენ, თავად მანჩესტერელებს კი ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული სვლისთვის შეთამაშება და გამოცდილება არ ეყოთ.

შეიხი მანსური ახლა უფრო მეტს დახარჯავს?

სავარაუდოდ, შეიხი მანსური იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ფულს არ დახარჯავს. ერთადერთი, რამაც შეიხს შეიძლება საფულე გაახსნევინოს, ტრავმები იქნება.

გარდა ამისა, "სიტის" ერთი ძვირფასი რესურსი აქვს - კარლოს ტევესი, რომლის გაყიდვის შემთხვევაში კლუბი ბაზარზე გასასვლელად ფულს იშოვნის. რასაკვირველია, თეორიულად შესაძლებელია არაბმა მეპატრონემ ერთიც გაისროლოს და რომელიმე დიდი ვარსკვლავი იყიდოს, მაგრამ აქ, წინდახედულებაა საჭირო. უეფა "ფინანსური ფეარ პლეის" წესებს ამკვიდრებს, "სიტის" კი უკვე 195 მილიონი ფუნტი აქვს "გადახარჯული". რასაკვირველია, გუნდს ხსენებული წესის დარღვევის გამო ჩემპიონთა ლიგიდან გაგდება ჯერჯერობით არ ემუქრება, მაგრამ ზემოთ დასახელებული რიცხვი შესამცირებელია.

სად უნდა გაძლიერდეს სიტი?

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კარლოს ტევესი, ბოლოს და ბოლოს, გუნდიდან წავა და ისტლენდელები სამი თავდამსხმელით დარჩებიან. თუმცა, ამ სამეულს არ იკითხავთ? ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი და სერხიო აგუერო. შესაბამისად, ტევესის შემცვლელის სასწრაფოდ ძებნა პირველი რიგის აუცილებლობას არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ მანჩინის თქმით, მას გუნდში მრავლად ჰყავს ნახევარმცველები, რომელთაც შეტევა შეუძლიათ.

აი, დაცვაში, შესაძლოა ვინმეს წამომატება მართლაც იყოს საჭირო. კოლო ტურეს ამბავი გასარკვევია, მითუფრო ფრანგული ჟურნალისთვის მიცემული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ. ვენსან კომპანი და ჯოლიონ ლესკოტი საქმეს ეყოფიან, ვითომ? რომელიმე რომ დაშავდეს?

პრემიერლიგაში გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის მარცხს გადაფარავს?

შეიხმა მანსურმა გასულ კვირას თავისი პირით თქვა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მოგებააო. შეიხი ჭკვიანი ადამიანია და კარგად იცის, რომ სამად სამ წელიწადში, რაც მან "მანჩესტერ სიტი" იყიდა, საშუალოზე საშუალოდან ევროპის უძლიერეს კლუბად ქცევა არარეალური ამოცანაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა