ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
სამი მატჩი გაიმართა დღეს დილით ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. ოტავაში ადგილობრივი "სენატორზი" "ვაშინგტონს" მასპინძლობდა - ეს გუნდები აღმოსავლეთში პლეი ოფის ზონაში მოსახვედრად იბრძვიან და ამ მატჩს ორივესთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შესაბამისად, მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა.

უგოლო პირველი პერიოდის შემდეგ, ანგარიში მეორე 20-წუთეულში "ვაშინგტონმა" გახსნა, მაგრამ "ოტავამ" ორი გოლით უპასუხა. "სენატორები" ერთშაიბიან უპირატესობას მესამე პერიოდის შუამდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ ვერ გაძლეს და 5 წუთში სამი შაიბა მიიღეს საკუთარი კარში. განსაკუთრებით ეფექტური ოვეჩკინის გოლი იყო, რომელმაც ინდივიდუალურად ითამაშა ბრწყინვალედ, თუმცა რუსი ვარსკვლავი ასე ხშირად ვეღარ ახარებს თავის გულშემატკივრებს - ეს მხოლოდ მეცხრე შაიბა იყო სეზონში.

"ოტავამ" სცადა გაბრძოლება და მილან მიხალეკმა სეზონში მე-17 შაიბით მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ მასპინძლების შტურმმა ის მოიტანა, რომ ბოლო წამებზე ცარიელ კარში შეაგდო შაიბა ჯონ კარლსონმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:3. "ვაშინგტონი" ქულათა რაოდენობით გაუთანაბრდა კანადურ კლუბს.

დაძაბული ბრძოლა იხილა მაყურებელმა "ბაფალოსა" და "ფილადელფიას" დაპირისპირებაში. აღმოსავლეთის ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდების მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად უკეთ მასპინძელთა გუნდი გამოიყურებოდა , რომელიც 3:0 გავიდა წინ. "ფილადელფიამ" ერთი შაიბა მაშინ გაქვითა, როცა პირველი პერიოდის დასრულებამდე წამი იყო დარჩენილი.

მეორე პერიოდი მთლიანად "ფილადელფიას" დარჩა. სტუმრებმა სამი უპასუხო შაიბა გაიტანეს "ბაფალოს" კარში. აღსანიშნავია, რომ სამივე შემთხვევაში ასისტენტის როლში ფილადელფიელთა ერთ-ერთი ლიდერი კლოდ ჟირუ მოგვევლინა.

"ფლაიერზი" 4:3 დაწინაურდა და წუთნახევარი არ ეყო ძირითად დროში გამარჯვების მოსაპოვებლად, მაგრამ ოვერტაიმში მაინც მოიგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშემ კლოდ ჟირუმ სამ პასს გოლიც დაუმატა და თავის გუნდს 5:4 გაამარჯვებინა. "მფრინავებმა" ამ მოგებით ერთ ქულამდე შეამცირა სხვაობა აღმოსავლეთის ლიდერ "პიტსბურგთან", ჟირუ კი 36 ქულით რეგულარულის ახალი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"კაროლინამ" სტუმრად დაამარცხა "ედმონტონი" - 5:3. "ჰარიკენიზისთვის" ეს იყო პირველი მოგება ბოლო რვა შეხვედრაში. გადამწყვეტი მომენტი გახდა სკინერის შაიბა პირველი პერიოდის ბოლოს, როცა "ოილერზი" 1:0-ს იგებდა. მასპინძლებმა პირველ შესვენებამდე ვერ შეინარჩუნეს უპირატესობა და ამან მათზე ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა. ამის შემდეგ სტუმრებს თამაშის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვიათ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ოტავა-ვაშინგტონი 3:5

0:0, 2:1, 1:4

გოლები: 0:1 ჰალპერნი-2 (ვიდემანი-12, ბროუერი-8), 1:1 კონდრა-4 (ე. კარლსონი-22, ზ. სმიტი-8), 2:1 ფოლინო-9 (გონჩარი-17), 2:2 ბექსტრიომი-10 (ლეიჩი-11, ჯ. კარლსონი-13), 2:3 ოვეჩკინი-9 (ბექსტრიომი-19, ორლოვი-4), 2:4 ბროუერი-8 (მ. იოჰანსონი-9, ჯ. კარლსონი-14), 3:4 მ. მიხალეკი-17 (გრინინგი-6), 3:5 ჯ. კარლსონი-5 (ჰალპერნი-6).

ბაფალო-ფილადელფია 4:5 (ო)

3:1, 0:3, 1:0, 0:1

გოლები: 1:0 ლეინო-3 (კასიანი-2, ლ. ადამი-10), 2:0 კასიანი-3 (სეკერა-5), 3:0 ვანეკი-13 (პომინვილი-19, დ. როი-12), 3:1 ტელბოტი-7 (ვორაჩეკი-13), 3:2 რიდი-11 (ტიმონენი-18, კ. ჟირუ-18), 3:3 ჰარტნელი-12 (კ. ჟირუ-19), 4:3 იაგრი-9 (კ. ჟირუ-20), 4:4 სტეფორდი-5 (პომინვილი-20, გრანიანი-8), 4:5 კ. ჟირუ-16.

ედმონტონი-კაროლინა 3:5

1:1, 1:3, 1:1

გოლები: 1:0 ბელანჟე-1 (პააიარვი-3, სატონი-2), 1:1 სკინერი-12, 1:2 მაკბეინი-3 (ტ. კაბერლე-8, ფოლკი-3), 1:3 დუაიერი-4 (ე. სტაალი-11, ტ. კაბერლე-9), 1:4 ლაროუზი-8 (ბ. ალენი-5), 2:4 იგერი-1 (პეტრელი-3, ლანდერი-2), 2:5 ტ. რუუტუ-9 (ი. იოკინენი-13, გლისონი-7), 3:5 ნიუჯენტი-ჰოპკინსი-13 (სემ განიე-8, ებერლე-19).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება