მაყურებელმა ყველაზე დაძაბული ორთაბრძოლა ქუთაისში იხილა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა "სამედიცინო" 86:84 დაამარცხა
მერვე ტური ქუთაისში გაიხსნა და მაყურებელმა ყველაზე დაძაბული ორთაბრძოლა იხილა. "ქუთაისმა" "სამედიცინოსთან" თითქმის წაგებული თამაში შემოატრიალა და 86:84 გაიმარჯვა.

როგორც სჩვევია, იმერულმა კლუბმა გუნდური თამაშის წყალობით გაიმარჯვა, თუმცა სიმბოლური ნაკრებისთვის ორი კალათბურთელი მაინც გამოვარჩიეთ: რიჩარდ მათიაშვილი და ლევან ცეკვავა. პირველმა 29 ქულა მიითვალა, მეორემ - 17. ცეკვავა განსაკუთრებით სასარგებლო ბოლო წუთებზე იყო.

სტუდენტური დერბის მონაწილეთაგან უფრო გამოცდილმა, თსუ-მ სტუ 10 ქულის სხვაობით დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. წარმატებაში ლომის წილი თორნიკე ნინიაშვილს მიუძღვის, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა: 29 ქულა, 17 მოხსნა. ის ჟურნალისტი, რომელიც ყოველთვის წინააღმდეგი იყო ტურის საუკეთესოდ ერთბაშად ორი კალათბურთელის დასახელებისა, ამჯერად აქტიურად ემხრობოდა ლევან ფაცაციას გვერდით ტურის MVP-ად თორნიკე ნინიაშვილის დასახელებას. საბოლოოდ ასეც მოვიქეცით.

რა გააკეთა ფაცაციამ ისეთი, საუკეთესოდ უპირობოდ დასახელება რომ გადაგვაწყვეტინა? ჯერ მონაგარს გაგაცნობთ: 39 წუთი, 35 ქულა (15/8 ორქულიანი, 8/3 სამიანი, 11/10 საჯარიმო), 8 მოხსნა. ეფექტური სტატისტიკა უფერულდება, როცა გუნდი აგებს, ხოლო თუ ფავორიტს ამარცხებს, ისეთს, როგორიცაა შსს მაშინ... 35 ქულა სუსტ მეტოქესთან ჩაგდებულ 53-ს უტოლდება. "სოხუმმა" ფაცაციასა და ფარღალავას (29 ქულა) კარგი თამაშის ხარჯზე შსს 93:82 დაამარცხა.

"ოლიმპსა" და "არმიას" მეტოქეებად აუტსაიდერები ჰყავდათ და იოლად გაუსწორდნენ "ბათუმსა" და "რუსთავს".

ტურის მოთამაშეებს დავუბრუნდეთ. თუ ნინიაშვილი პირველად დასახელდა MVP-ად, ეს ტიტული ფაცაციასთვის მიმდინარე ჩემპიონატში მესამეა. იგი სიმბოლურ ნაკრებში ოთხჯერ მოხვდა. ესეც სეზონის რეკორდია.

ოლიმპი-ბათუმი 82:74

შსს-სოხუმი 82:93

არმია-რუსთავი 81:49

თსუ-სტუ 67:57

ქუთაისი-სამედიცინო 86:84

რეკორდები

ქულა

40 - ლევან ფაცაცია (სოხუმი)

2-ქულ 14/18; 3-ქულ 2/5; საჯ 6/6

11.11.11 ბათუმი-სოხუმი

მოხსნა

18 - ზვიად ანთაძე (სტუ)

(მეტოქ: 5; საკუთ: 13)

04.11.11 ბათუმი-სტუ

18 - ქეიენ კარტერი (დინამო)

(მეტოქ: 7; საკუთ: 11)

05.11.11 დინამო-სამედიცინო

(მეტოქ: 10; საკუთ: 8)

19.11.11 დინამო-რუსთავი

პასი

14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)

29.10.11 შსს-ოლიმპი

ჩაჭრა

7 - რევაზ ჩაჩანიძე (რუსთავი)

29.10.11 სტუ-რუსთავი

7 - ნიკა რამიშვილი (ბათუმი)

11.11.11. ბათუმი-სოხუმი

დაფარება

6 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)

15.10.11 თსუ-ოლიმპი

6 - ბექა ბექაური (სამედიცინო)

05.11.11 დინამო-სამედიცინო

ქულა

ად. მოთამაშე გუნდი თ ქ ქ.საშ.

1 ლაშა ფარღალავა სოხუმი 8 212 26.5

2 ქიენ კარტერი დინამო 4 104 26

3 ლევან ფაცაცია სოხუმი 8 207 25.88

4 რობერტ კრეპსი შსს 7 163 23.29

5 თორნიკე ნინიაშვილი თსუ 7 153 21.86

6 ბექა ჩიკვილაძე სამედიცინო 8 153 19.13

7 ნიკიტა სლიუკა ოლიმპი 7 119 17

8 ირაკლი მიქელაძე ბათუმი 7 118 16.86

9 ავთანდილ ელიაშვილი ბათუმი 7 113 16.14

10 დუდა სანაძე დინამო 7 110 15.71

11 ვასილ ბერუაშვილი სტუ 7 109 15.57

12 ლევან ხმელიძე რუსთავი 7 108 15.43

13 გიორგი ბარბაქაძე ქუთაისი 8 122 15.25

14 რიჩარდ მათიაშვილი ქუთაისი 7 104 14.86

15 გიორგი ხანიაშვილი სტუ 7 104 14.86

16 მიხეილ ბერიშვილი ოლიმპი 6 89 14.83

17 ჯერემი რიჩარდსონი არმია 7 98 14

მოხსნა

ად. მოთამაშე გუნდი თ მ.დაც მ.შეტ. მ.სულ მ.საშ.

1 ქიენ კარტერი დინამო 4 32 32 64 16

2 ლევან ფაცაცია სოხუმი 8 25 71 96 12

3 ილიცა მილუტინოვიჩი ოლიმპი 7 18 61 79 11.29

4 თორნიკე ნინიაშვილი თსუ 7 23 47 70 10

5 ლაშა კეშელავა ბათუმი 7 14 51 65 9.29

6 ზურა მაჩალაძე სტუ 7 22 42 64 9.14

7 ბექა ბექაური სამედიცინო 8 25 48 73 9.13

8 ივო ჰოგერი ოლიმპი 6 25 27 52 8.67

9 მიხეილ ბერიშვილი ოლიმპი 6 12 37 49 8.17

10 რიჩარდ მათიაშვილი ქუთაისი 7 21 36 57 8.14

პასი

ად. მოთამაშე გუნდი თ პ პ.საშ

1 გიორგი გამყრელიძე ოლიმპი 6 47 7.83

2 დავით არწივიძე რუსთავი 7 51 7.29

3 სანდიეტა გეინსი არმია 6 39 6.5

4 მიხეილ ჩიტაშვილი თსუ 6 35 5.83

5 ირაკლი მიქელაძე ბათუმი 7 39 5.57

6 ლაშა ფარღალავა სოხუმი 8 40 5

7 ლევან ცეკვავა ქუთაისი 8 36 4.5

8 დავით ბერიშვილი თსუ 6 26 4.33

9 გიორგი გაფრინდაშვილი სოხუმი 8 33 4.13

10 გივი ბაქრაძე დინამო 7 28 4

11 რობერტ კრეპსი შსს 7 28 4

ჩაჭრა

ად. მოთამაშე გუნდი თ ჩ ჩ.საშ

1 ნიკა რამიშვილი ბათუმი 7 22 3.14

2 სანდიეტა გეინსი არმია 6 15 2.5

3 შალვა კოხრეიძე თსუ 7 16 2.29

4 ვასილ ბერუაშვილი სტუ 7 16 2.29

5 გიორგი გულისაბედაშვილი ოლიმპი 7 15 2.14

6 რევაზ ჩაჩანიძე რუსთავი 7 15 2.14

7 დუდა სანაძე დინამო 7 14 2

8 მიხეილ ჩიტაშვილი თსუ 6 12 2

დაფარება

ად. მოთამაშე გუნდი თ დ დ.საშ

1 ბექა ბექაური სამედიცინო 8 18 2.25

2 ილიცა მილუტინოვიჩი ოლიმპი 7 12 1.71

3 სერგო ათუაშვილი სოხუმი 6 10 1.67

4 ჟოლივეტ ტუჯანი შსს 7 11 1.57

5 ვასილ ბერუაშვილი სტუ 7 11 1.57

შეცდომა

ად. მოთამაშე გუნდი თ შ შ.საშ

1 ლაშა ფარღალავა სოხუმი 8 37 4.63

2 ლევან ცეკვავა ქუთაისი 8 32 4

3 გიორგი გამყრელიძე ოლიმპი 6 23 3.83

4 ირაკლი მიქელაძე ბათუმი 7 24 3.43

5 გიორგი ხანიაშვილი სტუ 7 23 3.29

6 გივი ბაქრაძე დინამო 7 20 2.86

7 ნიკა რამიშვილი ბათუმი 7 20 2.86

8 მიხეილ ჩიტაშვილი თსუ 6 17 2.83

9 ირაკლი ძიძიგური სტუ 6 17 2.83

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა