საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი დაზმირ ონიანი გასულ წლებსა და ქართული ძიუდოს დღევანდელობაზე საუბრობს
ქუთაისური ძიუდოს სკოლა ქვეყანაში ერთ-ერთი გამორჩეულია. მარტო ის რად ღირს, რომ რიონისპირა ქალაქს სპორტის ამ სახეობაში ორი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი და ირაკლი ცირეკიძე ჰყავს.

სწორედ ცირეკიძის პირველი მწვრთნელი გახლავთ ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი დაზმირ ონიანი, რომელიც დიდი ხანია ქათული ძიუდოს სამსახურშია და დღესაც ახალგაზრდა ძიუდოისტების დაოსტატებას ემსახურება. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გასულ წლებსა და ქართული ძიუდოს დღევანდელობაზე გვესაუბრება.

- 35 წელიწადია მწვრთნელად ვმუშაობ. სამბოთი დავიწყე, შემდეგ კი ძიუდოში გადავედი. ქუთაისის უნივერსიტეტის დარბაზში ბავშვებს ძიუდოს სექციაში ვავარჯიშებდი. 1990 წელს ავანგარდის დასახლებაში გაიხსნა სპორტული ლიცეუმი (დღევანდელი 29-ე სკოლა) და იქ გადავედი. მას შემდეგ ავანგარდის ძიუდოს დარბაზში ვმუშაობ. აქ აღიზარდნენ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე, ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ჩემპიონი და ახალგაზრდული ოლიმპიური დღეების ვერცხლის პრიზიორი ფირუზ ტყეშელაშვილი, სამბოში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი იასონ ნემსაძე და სხვა წარმატებული სპორტსმენები, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

-ალბათ, თქვენთვის ყველაზე საამაყო ის არის, რომ მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონის ირაკლი ცირეკიძის პირველი მწვრთნელი ბრძანდებით.

- ოლიმპიური ჩემპიონის აღზრდა ყველა მწვრთნელის ოცნებაა. მიხარია, რომ მუშაობა დამიფასდა, ცირეკიძემ მთელი ქვეყნის იმედები გაამართლა და სამშობლო ასახელა. ამაზე დიდი ბედნიერება მწვრთნელისთვის რა უნდა იყოს! ირაკლი ჩემთან ცხრა წელიწადი ვარჯიშობდა. მე-3 კლასში იყო ვარჯიში ჩვენთან რომ დაიწყო, სკოლაც აქ დაამთავრა და შემდეგ გადავიდა ქუთაისის ძიუდოს ნაკრებში ომარ მერაბიშვილთან.

- დღეს რამდენი ბავშვი ვარჯიშობს ავანგარდის ძიუდოს დარბაზში, ვინ გეხმარებათ მათ მომზადებაში, პერსპექტიული თაობა თუ მოდის?

-ამჟამად სპორტული სკოლის შემადგენლობაში ვართ. დარბაზში 120 სპორტსმენი ვარჯიშობს. მათ გაწვრთნაში ჩემი შვილი თამაზ ონიანი მეხმარება. უფრო საინტერესო უმცროსი ასაკის ჭაბუკები არიან. დარწმუნებული ვარ, ქართულ ძიუდოში ღირსეული თაობა წამოვა. ახლახან ზუგდიდში გამართულ ნუკრი შამუგიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე ჩვენი შეგირდებიდან ჭაბუკთა შორის ჩემპიონები გახდნენ გიორგი მანაგაძე, ბექა ბონდარენკო და გიორგი ძნელაძე. მეორე ადგილები დაიკავეს საბა ირემაძემ და საბა ხურციძემ, მესამეზე გავიდნენ გიორგი გოცირიძე, ნიკა ტალახაძე და გიორგი სირაძე. ამ ბიჭებს კოჭებში ეტყობათ, რომ კარგი ძიუდოისტები გაიზრდებიან.

- სავარჯიშო პირობები გაკმაყოფილებთ?

- პირობები არც თუ სახარბიელო გვაქვს. ძირითადად ინვენტარის პრობლემა გვაქვს. ძიუდოისტმა ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გამოცვალოს კიმანო, რისი საშუალებაც ბევრს არ აქვს. ძლიერი სპორტსმენები, რომლებისგანაც წარმატებებს ველით, ძირითადად ნაკლებად შეძლებული ოჯახებიდან არიან და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.

- ქართული ძიუდოს დღევანდელობაზე რას იტყვით?

- სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობა უკეთესობის სურვილს ტოვებს. თაობათა ცვლას ჩავარდნები მოჰყვა. ოლიმპიური თამაშები მოახლოებულია და ლონდონისთვის რეალური კანდიდატების დასახელება რთულია. გადამწყვეტი მომავალი წელიწადი იქნება და ღმერთმა ქნას, საქართველოს ძიუდოს ნაკრები ღირსეულად წარსდგეს ლონდონის ოლიმპიადაზე.

- პირად გეგმებზე რას გვეტყვით?

- ჩემი სურვილი და მიზანია ქართულ სპორტს კიდევ ერთი მსოფლიო დონის ძიუდოისტი გავუზარდო, რომელიც სამშობლოს ღირსეულად წარმოაჩენს. ბოლოს კი ალბათ, ყველა მწვრთნელის ოცნება ის არის, რომ, როცა მისი აღზრდილები ქართულ ტრადიციულ სუფრასთან დასხდებიან, როგორც ერის საამაყო შვილები, სიყვარულით შესვან თავიანთი მწვრთნელის სადღეგრძელო ან შესანდობარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე