სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსაინ ბოლტმა ეს სეზონი წააგო

სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსაინ ბოლტმა ეს სეზონი წააგო - პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში. მსოფლიოს უსწრაფეს ადამიანს აქილევსის მყესთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ სულ მალე აპირებს სარბენ ბილიკზე დაბრუნებას და სპორტის სამყაროს არამარტო ახალი რეკორდებით, არამედ გრძელი ნახტომებით გაკვირვებას.

SPOX.de-თვის მიცემულ ინტერვიუში ბოლტი წლევანდელ სეზონს აჯამებს.

- უსაინ, ცოტა ხნის წინ ბარსელონაში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, სადაც 100 მეტრზე ფრანგმა კრისტოფ ლემეტრმა გაიმარჯვა. ის პირველი თეთრკანიანი სპრინტერია, ვინც ეს დისტანცია 10 წამზე ნაკლებ დროში დაფარა. ის დღეს ახალი ვარსკლავია.

- დიახ, ვიცი. ვიცნობ კრისტოფს. ამ სეზონში მის წინააღმდეგ პარიზში ვირბინე და მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა - ძალიან კარგი სპრინტერია. პირველი რიგში, ახალგაზრდაა და თუ ზედმეტ ზეწოლას თავიდან აირიდებს, დიდი მომავალი ელის. მე ამაში დარწმუნებული ვარ.

- წელს არ იმართებოდა დიდი ტურნირები: არც მსოფლიოს ჩემპიონატი და არც ოლიმპიადა...

- თავიდან შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ეს წელი მოსაწყენი იქნებოდა. მაგრამ ასე არ იყო. სულაც არ მიმაჩნია ეს სეზონი ერთფეროვნად. ჩატარდა "ბრილიანტის ლიგის" 13 ეტაპი, ეს კი კარგი შოუა გულშემატკივრებს.

- შოუს ელემენტები თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საიდან ასეთი მისწრაფება?

- უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ. სულ ეს არის. ველაპარაკე კოლეგებს და ისინიც დადებითად არიან განწყობილი ჩემი საქციელის მიმართ. გულშემატკივრებს მოსწონთ, როცა ჩემს რეალურ პიროვნებას წარმოვაჩენ. სიამოვნებით მადევნებენ თვალს, რადგან ყოველთვის საკუთარ თავს ვთამაშობ.

- კიდევ ვინ არის სპორტში დიდი შოუმენი?

- სხვადასხვა სახეობაში ბევრ შოუმენს ვხვდებით. სიმართლე გითხრათ, ჩემი კერპი ყოველთვის იყო და რჩება კევინ გარნეტი. ის დიდი შოუმენი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ასაკოვანი კალათბურთელია მსოფლიოში, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რათა თავისი გუნდი დიდ გამარჯვებამდე მიიყვანოს.

- მძლეოსნობაში გყავთ მისაბაძი მაგალითი?

- დიახ. გაგიგონიათ დონონ კუორი?

- სპრინტის ლეგენდა იამაიკაზე.

- სწორედ ის! მან 1976 წელს მონრეალის ოლიმპიადა მოიგო 200 მეტრ დისტანციაზე და ვერცხლი მოიპოვა "მოკლე სპრინტში". ის იმდენად მოქნილი სპრინტერი იყო, რომ მხოლოდ ოცნება შეიძლება ასეთ ტექნიკაზე. გარდა ამისა, ვაღმერთებდი მაიკლ ჯონსონს.

- ახლა, თქვენ მილიონობით ბავშვი გაღმერთებთ. რა შეგიძლიათ მისცეთ მათ?

- ძალიან სერიოზულად ვეკიდები იმას, რომ ბევრს ვყავარ მისაბაძ მაგალითად. წარმატებისთვის ბევრი შრომაა საჭირო - ამაზე უკეთ ვერ ვიტყვი. სხვანაირად არ იქნება. მნიშვნელოვანია ყველაზე დაძაბულ სამუშაო პროცესში სიამოვნებისთვის დროის გამონახვა. მონდომებით ივარჯიშეთ და არ დაივიწყოთ სიამოვნების მიღება. ეს არის ჩემი მიმართვა.

- აქილევსის მყესის ტრავმამ კარიერაში პაუზის აღება გაიძულათ. ახლა როგორ გრძნობთ თავს?

- წესრიგში ვარ. ისევ ვუახლოვდები ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმას. გარდა ამისა, გერმანიაში შესანიშნავი ექიმები არიან. დოქტორი მიულერ ვოლფარტი - საუკეთესოა მათ შორის.

- მოდით შემდეგ სეზონზე ვილაპარაკოთ. წინ არის მსოფლიოს ჩემპიონატი ტეგუში. ისევ შეძლებთ მსოფლიოს რეკორდით გამარჯვებას?

- საკუთარ კარიერას ეტაპებად არ ვყოფ. დავრბივარ იმისთვის, რომ გავიმარჯვო. ეს არის მთავარი. შესაძლოა, ვეღარასდროს გავირბინო 9.58 წამზე სწრაფად. ეს სავსებით შესაძლებელია.

- რის ხარჯზე შეიძლება სისწრაფის მომატება?

- ბევრს ვმუშაობდი სტარტის გაუმჯობესებაზე. ჩემი აზრით, პირველი 20 მეტრი ის მონაკვეთია, საიდანაც შეიძლება საუკეთესო დრო მივიღო.

- მართლა აპირებთ 2012 წლის ოლიმპიადის შემდეგ სპრინტის მიტოვებას და სიგრძეზე ხტომაში გადასვლას?

- თუ 2012 წლამდე საქმეები ისე კარგად წავა, როგორც მე წარმომიდგენია, მაშინ ახალი გამოწვევის ძებნას დავიწყებ. სიგრძეზე ხტომა შეიძლება გახდეს ის დისციპლინა, სადაც შემიძლია კარგი შედეგები ვაჩვენო.

- წარმოვიდგინოთ, რომ სიგრძეზე ხტომაში გადახვედით. რა შედეგის მიღწევას ისურვებდით?

- სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს რა სიგრძეზე შემიძლია ხტომა. არასოდეს მიცდია...

უსაინი ყველაზე მდიდარი გახდა

გუშინ, უსაინ ბოლტმა ახალი სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა გერმანულ კომპანია "პუმასთან". კონტრაქტი 2013 წლის ბოლომდე იქნება ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ იამაიკელი ლონდონის ოლიმპიადაზე ამ ფირმის სპორტული ფეხსაცმელებით გაირბენს.

გარიგების ფინანსური დეტალები არ სახელება, თუმცა "პუმას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის იოჰენ ზაიცის თქმით, ამ კონტრაქტის მიხედვით ბოლტი მძლეოსნობის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურები სპორტსმენი გახდება.

ბოლტამდე მძლეოსნობაში ყველაზე დიდი სასპონსორო ხელშეკრულება ელენა ისინბაევას ჰქონდა. რუსმა ჭოკით მხტომელმა სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ჩინური კომპანიისგან ("ლი ნინგი") ხუთ წელიწადში 7.5 მილიონი დოლარი მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი ლელო

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა