ლიგა 1. XVI ტურის წინ: “მარსელისა” და “ბორდოს” დაპირისპირება საინტერესო იმითიცაა, რომ ერთმანეთს საფრანგეთის 2009 და 2010 წლის ჩემპიონები ხვდებიან
“მარსელისა” და “ბორდოს” დაპირისპირება, კლუბების უდიდეს ტრადიციებს თავი რომ დავანებოთ, საინტერესო იმითიცაა, რომ ერთმანეთს საფრანგეთის 2009 და 2010 წლის ჩემპიონები ხვდებიან.

გუნდები, რომლებსაც დალხენილი დღევანდელი დღე ნამდვილად არ უდგათ ან... არ არ ედგათ. გააჩნია, ვინ რა ფორმულირებას დაეთანხმება. ბოლო პერიოდში ხომ ფრანგული ფეხბურთის ფლაგმანი გუნდები ცოტ-ცოტას ფერზე მოდიან და სუნთქვაც ძველებურად აღარ უჭირთ. ხორცი შეესხა და ფერზე მოვიდაო, უფრო დღევანდელ მასპინძელზე ითქმის, რომელმაც ბოლო შეხვედრაში “დორტმუნდს” გერმანიაში “გერმანელებისთვის დაწერილი სცენარით” აუგო ანდერძი. აგებდა რა 2:0-ს, მატჩის ბოლო წუთებზე მესამე გოლი გაუტანა და პლეი ოფის საგზური ხელიდან გამოღლიტა.

მშვენივრად მისდით საქმეები დეშამის ბიჭებს ლიგა 1-შიც, სადაც 30 შესაძლებლიდან მათ 21 აქვთ მოპოვებული. განსხვავება პირველადგილოსან “მონპელიესთან” მაინც ძალიან ბევრია - 12 ქულა. 7-ით ჩამორჩება “მარსელი” ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ მესამე ადგილს. 7, გნებავთ 12 ქულა არ არის ის სხვაობა, რომ გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე 22 ტურით ადრე იმედები გადაიწუროს, მაგრამ არც ის არის, რისი იმედიც დეშამს სეზონის დაწყებამდე ჰქონდა.

“ჩემპიონატში მეტოქეებთან ჩამორჩენის აღმოფხვრა რომ გვიწევს, ეს მხოლოდ ჩვენს თავს შეიძლება დავაბრალოთ. რისი პოტენციალიც გვაქვს, ჩვენ ეს “დორტმუნდთან” დავამტკიცეთ. ისე ვითამაშეთ, რომ ჩვენი სახელები კლუბის ისტორიაში ჩავწერეთ. მომეწონა ის ენერგია, რაც გერმანელებთან შეხვედრაში ჩავაქსოვეთ. აღტაცებული დავრჩი თამაშის ხარისხით. მიხარია, რომ ზედიზედ მეორედ მოვახერხეთ ლიგის პლეი ოფში გასვლა. ეს დიდებული მიღწევაა, მით უფრო, რომ ძალიან ახლოს ვიყავით მწარე მარცხთან,” - განუცხადა დეშამმა “ფრანს ფუტბოლს”.

პროვანსელებს სტატისტიკაც აგულიანებთ: ჟირონდელებმა “ველოდრომზე” 48 სტუმრობიდან სულ 5-ჯერ შეძლეს მოგება.

დღეს:

ნანსი-აიაჩო 22:00

რენი-ბრესტი 22:00

სტ. ეტინი-კანი 22:00

სოშო-პარი სენ-ჟერმენი 22:00

ტულუზი-ევიანი 22:00

ვალანსიენი-მონპელიე 22:00

მარსელი-ბორდო 24:00

ხვალ:

ოსერი-ნიცა 20:00

ლილი-დოჟონი 20:00

ლორიანი-ლიონი 24:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. მონპელიე 16 11 3 2 36-17 36

2. პარი სენ-ჟერმენი 16 10 3 3 29-17 33

3. ლილი 16 8 7 1 27-15 31

4. ლიონი 16 9 2 5 28-19 29

5. რენი 16 8 4 4 27-21 28

6. ტულუზი 16 7 5 4 17-15 26

7. მარსელი 16 6 6 4 22-16 24

8. სტ. ეტიენი 16 6 6 4 19-19 24

9. ლორიანი 16 6 5 5 17-18 23

10. კანი 16 5 4 7 23-25 19

11. ევიანი 16 4 7 5 21-23 19

12. ბორდო 16 4 7 5 19-21 19

13. სოშო 16 4 6 6 21-30 18

14. დიჟონი 16 5 3 8 17-29 18

15. ბრესტი 16 2 10 4 17-18 16

16. ოსერი 16 3 6 7 22-26 15

17. ვალანსიენი 16 3 5 8 16-19 14

18. ნიცა 16 3 5 8 14-17 14

19. ნანსი 16 3 5 8 12-20 14

20. აიაჩო 16 1 5 10 15-34 8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა