"დიდი სლემის" ტურნირების ოთხგზის ჩემპიონი, ბელგიელი კიმ კლაისტერსი ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ტრიუმფალურად დაბრუნდა კორტზე
"დიდი სლემის" ტურნირების ოთხგზის ჩემპიონი, ბელგიელი კიმ კლაისტერსი ტრავმით გამოწვეული ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ტრიუმფალურად დაბრუნდა კორტზე. მან ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ორ სეტში დაამარცხა მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი - 6:2, 7:6(5).

პირველ სეტში კლაისტერსი მთლიანად დომინირებდა კორტზე და 10 ათას გულშემატკივარს წარმატებული შეტევებით ახარებდა. შედეგად, ბელგიელმა 5:0 დაწინაურება შეძლო და პარტიის ბედი გადაწყვეტილი იყო.

მეორე სეტში დანიელმა მოუმატა თამაშს, კიმი კი პირიქით, უფრო ხშირად ცდებოდა. ამასთან, ჩოგბურთელებს არ ავიწყდებოდათ, რომ საჩვენებელ მატჩს თამაშობდნენ: ისინი ცდილობდნენ გაეხალისებინათ პუბლიკა ბადესთან ხშირი გასვლებით და გრძელი გათამაშებებით. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც კლაისტერსი 5:0-ს იგებდა, მაგრამ ვოზნიაცკიმ ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად ამისა. კლაისტერსმა ბადესთან მორიგი გასვლითა და ზუსტი დარტყმით მოიგო შემოკლებული გეიმი - 7:5.

ორი კვირის შემდეგ კლაისტერსი ავსტრალიაში გაემგზავრება, სადაც ახალი სეზონისთვის გააგრძელებს მზადებას. შეგახსენებთ, რომ კიმმა ავსტრალიის ღიაზე ტიტული უნდა დაიცვას.

"ჩემი აღდგენითი პროცესი შესანიშნავად მიმდინარეობს. ახლა მზად ვარ ჩავჯდე თვიმთმფრინავში და ავსტრალიაში გავემგზავრო. ამ მატჩის ჩატარებით ძალიან ვისიამოვნე და ცოტათი გავიხალისე ყოველდღიური ვარჯიშებით დატვირთული დღეები.

პირველ რიგში უნდა ვიმუშაო თამაშის ხარისხის ამაღლებაზე. ვცდილობ მოწოდების გაუმჯობესებას, რადგან ბოლო დროს ეს იარაღი ხშირად მღალატობდა. დღეს ფიზიკურად ბრწყინვალედ ვგრძნობ თავს - შესაძლოა, ყველაზე კარგად მთელი კარიერის განმავლობაში", - განაცხადა კლაისტერსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა