ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში გაგრძელდა მსოფლიოს თასის გათამაშება სამთო-სათხილამურო სპორტში
ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში გაგრძელდა მსოფლიოს თასის გათამაშება სამთო-სათხილამურო სპორტში. მორიგი დღე მამაკაცებს დაეთმოთ - პირველად ამ სეზონში პირველობა გათამაშდა სპეციალურ სლალომში.

ამ დისციპლინაში გამარჯვებული ორი ცდის ჯამში ირკვევა და პირველი დაშვების შემდეგ ლიდერობა ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა მოიპოვა. მან დისტანცია 54.5 წამში დაფარა, თუმცა კონკურენტებთან უპირატესობა მინიმალური იყო და ყველაფერი მეორე ცდას უნდა გადაეწყვიტა.

მეორე ცდა კი ყველაზე უკეთ მსოფლიოს თასის მოქმედ მფლობელს, ლეგენდარულ ხორვატ ივიცა კოსტელიჩს გამოუვიდა. ამ უკანასკნელს ბივერ კრიკის ტრასასთან ცუდი მოგონებები აკავშირებს - თავის დროზე ის დისტანციაზე დაეცა და ცხრა ნეკნი გაიტეხა. მაგრამ ახლა ყველაფერი წესრიგში იყო. ხორვატმა ვარსკვლავმა საუკეთესო დრო აჩვენა არა მხოლოდ მეორე ცდაზე, არამედ ორი ცდის ჯამშიც და კარიერაში მსოფლიოს თასის მე-19 ეტაპი მოიგო.

რაც შეეხება ჰირშერს, მას მეორე ცდა არ გამოუვიდა და არა მხოლოდ პირველი ადგილი, არამედ მეორე პოზიციაც დაკარგა და პოდიუმის მესამე საფეხურზე აღმოჩნდა. მან წინ გაუშვა იტალიელი კრისტიან დევილი, რომელიც ამ ეტაპის სენსაცია აღმოჩნდა. აპენინელი 30 წლისაა და მხოლოდ ახლა მოიპოვა კარიერაში პირველი პოდიუმი. ორი ცდის ჯამში ის 14 მეასედი წამით ჩამორჩა კოსტელიჩს.

ხორვატისთვის ეს პირველი წარმატებაა სეზონში, ამიტომაც მხოლოდ მეცხრე ადგილს იკავებს საერთო ჩათვლაში. გენერალურ კლასიფიკაციას სათავეში უდგას ნორვეგიელი აქსელ ლუნდ სვინდალი, მეორეა ამერიკელი ტედ ლიჯეტი და მესამე - მარსელ ჰირშერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა