ჩინეთის დედაქალაქი მსოფლიო ინტელექტულურ თამაშებს მასპინძლობს, რომლის პროგრამაშიც მოჭადრაკეთა პაექრობებიც შედის
ჩინეთის დედაქალაქი მსოფლიო ინტელექტულურ თამაშებს მასპინძლობს, რომლის პროგრამაშიც მოჭადრაკეთა პაექრობებიც შედის.

სამ ნომინაციაში - სწრაფ ჭადრაკში (შვეიცარიული სისტემით 7 ტურად, პარტიისთვის 20 წუთი ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით), ბლიცსა (წრიული სისტემით, 15 ტურად, 3-3 წუთს+2 წამი) და დაფაზე დაუხედავად (შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად, ყოველი პარტიისთვის 20 წუთი, თითოეულ სვლაზე 20 წამის დამატებით) 16-16 ქალ-ვაჟი იბრძოლებს საპრიზო ადგილებისთვის.

ესენი არიან:

ქალები. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2578), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2543), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2562), ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლახნო (უკრაინა, 2549), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2531), 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2516), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2513), ანა ზატონსკიხი (აშშ, 2506), 2011 წლის ევროპის ჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2503), ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2497), ორგზის ევროპის ჩემპიონი პია კრამლინგი (შვედეთი, 2495), მონიკა სოჩკო (პოლონეთი, 2479), ელენა დემბო (საბერძნეთი, 2468), ევროპის ჩემპიონი ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2468), ელისაბედ პეტცი (გერმანია, 2457), მსოფლიოს, ევროპისა და საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2439).

ვაჟები. ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2775), მსოფლიოს ჩემპიონი რუსლან პონომარიოვი (უკრაინა, 2723), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2763), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2752), ვუგარ გაშიმოვი (აზერბაიჯანი, 2757), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2733), ვან ჰაო (ჩინეთი, 2736), ვან იუე (ჩინეთი, 2697), გატა კამსკი (აშშ, 2732), ფრანცისკო ვალეხო (ესპანეთი, 2705), ლე ქუანგ ლიემი (ვიეტნამი, 2714), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2714), პერეს დომინგესი (კუბა, 2712), ზოლტან ალმაში (უნგრეთი, 2707), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2710), პეტერ ჰილსენი (დანია, 2693).

გუშინ სწრაფ ჭადრაკში ორი ტურის პარტიები გათამაშდა. ნანა ძაგნიძემ სტარტზე შავი ფიგურებით ელმირა სკრიპჩენკოს სძლია, თუმცა მეორე ტურში თავადაც დამარცხდა თეთრებით ალექსანდრა კოსტენიუკთან.

ორი ტურის შემდეგ კოსტენიუკი უდანაკარგოდ ლიდერობს. მას ნახევარ-ნახევარი ქულით პეტცი, ჰოუ იფანი, ვენძიენი და კრამლინგი ჩამორჩებიან. 8 მოჭადრაკეს, მათ შორის - ძაგნიძეს, თითო ქულა აქვს. ქართველი დიდოსტატი მე-3 ტურში შავებით დანიელიანს დაუპირისპირდება.

ვაჟებში 2-2 ქულით ვან ჰაო და მამედიაროვი მეწინავეობენ, გრიშჩუკს, ივანჩუკსა და ვაშიე-ლაგრავს 1,5-1,5 ქულა აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა