საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელთა შტაბი სამი საკმაოდ გამოცდილი დამრიგებლით იქნება წარმოდგენილი
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელთა შტაბი სამი საკმაოდ გამოცდილი დამრიგებლით იქნება წარმოდგენილი. მთავარ მწვრთნელად, ჯერ კიდევ ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის დაწყებამდე, საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ, დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" ყოფილი თავკაცი, ფილიპ სენტ-ანდრე აირჩია.

ფილიპმა ახლახან თანაშემწეთა ვინაობა დაასახელა. მას "ლე ბლოს" გაწვრთნაში დაეხმარებიან იანიკ ბრუ და პატრის ლაჟისკო. ამასთან ერთად, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს ისევ ტიერი დუსოტუარი უკაპიტნებს, რომელიც IღB-მ 2011 წლის საუკეთესო მორაგბედ აღიარა.

"ნაკრების 30-კაციან შემადგენლობას 5 იანვარს დავასახელებ. გუნდი იქნება გამოცდილებისა და ახალგაზრდობის ნაზავი. კაპიტანი იგივე გვეყოლება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეა. ის არა მარტო კარგი მოთამაშეა, არამედ შესანიშნავი ორგანიზატორიცაა და მორაგბეთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ, ვიდრე მსოფლიოს თასის ფინალში თამაშია, საჭიროა ყოველ წელიწადს მუდმივად ვეთამაშოთ ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს" - თქვა ფილიპ სენტ-ანდრემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტე გუნდმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება