ამ უქმეებზე დუშეთში ქალთა ქვეყნის ჩემპიონატი, თბილისში კი 1999-2000 წლებში დაბადებუ ბავშვთა ასევე ქვეყნის პირველობა გაიმართება
ამ უქმეებზე ქართულ ძიუდოს დატვირთული დღეები აქვს - იაპონიაში "დიდი მუზარადის" ტურნირის გარდა, სადაც მხოლოდ ერთი მონაწილე გვყავს, საქართველოშიც ტარდება ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრება - დუშეთში ქალთა ქვეყნის ჩემპიონატი გაიმართება, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში კი 1999-2000 წლებში დაბადებულ ბავშვთა ასევე ქვეყნის პირველობა ჩატარდება.

ქალთა ჩემპიონატის ორგანიზებულად გამართვა ფედერაციის ახლებური მიდგომის შედეგია, თუმცა ჯერჯერობით მანდილოსანთა შორის სპორტის ეს სახეობა არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ვერც მასობრიობით დაიკვეხნის. ამიტომ იქ ჩემპიონატი ყველა ასაკობრივ ჯგუფში ერთად გაიმართება და მხოლოდ ერთ, ხვალინდელ დღეში ჩაეტევა.

ამ ასაკის ბავშვთა ტურნირის გამართვაც ძიუდოს ფედერაციის ნოვაციაა, თუმცა ქართული სპორტის დიდი მიზნიდან გამომდინარე - ეს ის ასაკია, რომელმაც 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში უნდა იასპარეზოს და ამ ასაკს ფესტივალის პროგრამაში შეტანილ სპორტის ცხრავე სახეობაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, რათა ევროპულ ფორუმში ღირსეულად გამოვიდეთ.

თუმცა ფედერაცია მხოლოდ ამ ფესტივალით არ იფარგლება და საწვრთნელი პროცესის მოდერნიზების პროცესში ამ ბავშვების ახლებური სისტემით აღზრდას იწყებს, თანამედროვე მეთოდიკის გათვალისწინებით.

ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობის სურვილმა მოზარდთა რაოდენობის ზრდაზეც იმოქმედა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა