"არმიამ" საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურიც წაუგებლად ჩაათამაშა და ცხრილის სათავეში ლიდერობა შეინარჩუნა
საკალათბურთო "არმიამ" საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურიც წაუგებლად ჩაათამაშა და ცხრილის სათავეში ლიდერობა შეინარჩუნა.

"არმიამ" პირველივე მეოთხედში გადაწყვიტა მატჩის ბედი, რომელიც 33:8 მოიგო და შემდეგ თავს მოდუნების ნება მისცა. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო იყო "არმიის" ახლადშემატებული თეთრკანიანი გამთამაშებელი ბენ ვუდსაიდი, რომელმაც 20 წუთში 19 ქულა, 6 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. ბათუმელთა მხრიდან კი 21 ქულით ივანე მაისურაძე გამოირჩა.

"არმიის" უახლოვესი მდევარი "სოხუმი ამ ტურში ისვენებდა და მას ცხრილში "ქუთაისმა" და "ოლიმპმა" აუარეს გვერდი. "ქუთაისმა" იოლად აჯობა სტუ-ს, რომელსაც პირველი მეოთხედი 30:13, ხოლო პირველი ტაიმი 33:18 მოუგო და საბოლოოდ 29 ქულის სხვაობით აჯობა.

დამარცხებულთა შორის 17 ქულით გამოირჩა გიორგი ხანიაშვილი. ქუთაისელა რიგებში 31 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ბარბაქაძე. 18 ქულა მოაგროვა მისმა მოგვარემ, დავითმა, ხოლო ცენტრმა რიჩარდ მათიაშვილმა 12 ქულას და 11 მოხსნას 13 პასიც დაურთო და სამმაგი დუბლი შეასრულა.

მცხრე ტურში კიდევ ერთი სამმაგი დუბლი შესრულდა და ამჯერად მისი შემოქმედი გახდა მაიაშვილის საპირისპირო ამპლიუს მქონე კალათბურთელი. "ოლიმპის" და საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა ლაშა გამყრელიძემ "დინამოსთან" შეხვედრაში 27 ქულა, 14 პასი და 10 მოხსნა გააკეთა. "ოლიმპმა" 33-ქულიანი სხვაობით დაამარცხა მეტოქე და "არმიასთან" პოტენციურად ყველაზე ახლოს დგას, რადგან მეორეადგილოსან "ქუთაისზე" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მოგებები კი მასთან თანაბარი ოდენობით მოუგროვებია.

ზედიზედ მესამე თამაში მოიგო ვიცე-ჩემპიონმა თსუ-მ და ცხრილის ზედა ნახევარში დამკვიდრდა. სტუდენტებმა რუსთავში დამაჯერებლად დაამარცხეს ადგილობრივი გუნდი, რომელიც წელიწადნახევრის წინ საქართველოში საუკეთესო იყო, მაგრამ ახლა ისეა დასუსტებული, რომ ჯერ თამაში არ მოუგია. თსუ-ს რიგებში გამოირჩნენ იოსებ შერმადინი (24 ქულა), მიხეილ ფანჩულიძე (23) და ზურაბ მაისურაძე (23), მასპინძლებში კი 25 ქულა გააკეთა რევაზ ჩაჩანიძემ.

სამედიცინო უნივერსიტეტთან იოლ გამარჯვებას მიაღწია შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა და ლიდერთა ოთხეულის ზურგსუკან გამაგრდა. გამარჯვებულთა შორის 33 ქულით საუკეთესო იყო ამერიკელი ლეგიონერი ლარი ბლერი, ხოლო მედიკოსებს ბექა ბექაურმა 21 ქულით და 12 მოხსნით ულიდერა.

საქართველოს ჩემპიონატი. პირველი წრე. მე-9 ტური

9 დეკემბერი. რუსთავი

რუსთავი 81:103 თსუ

10 დეკემბერი. "სპორტის სასახლე"

არმია 102:68 ბათუმი

10 დეკემბერი. "სპორტის სასახლე"

თსსუ 80:105 შსს

10 დეკემბერი. "სპორტის სასახლე"

სტუ 78:107 ქუთაისი

10 დეკემბერი. "სპორტის სასახლე"

დინამო 66:99 ოლიმპი

msy.gov.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა