ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თავისუფალი აგენტების ბაზარი გაიხსნა და უკვე განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ტრეიდი
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თავისუფალი აგენტების ბაზარი გაიხსნა და უკვე განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ტრეიდი.

სამგუნდიანი გაცვლა შედგა "ნიუ იორკს", "დალასსა" და "ვაშინგტონს" შორის. ამ გარიგების თანახმად, ტაისონ ჩენდლერი "ნიქსის" რიგებში" ჩაირიცხა, "ვაშინგტონში" გადავიდა ფრანგი რონი ტურიაფი, ხოლო "დალასმა" მიიღო მცველი ენდი რაუტინსი და დრაფტის მეორე რაუნდში რამდენიმე მოთამაშის არჩევის უფლება.

ამასთან, "ნიუ იორკი" ჩონსი ბილაპსს გამოეთხოვა და შესაბამისად, ვეტერანი გამთამაშებელი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდა.

რა თქმა უნდა, ამ გარიგებაში მთავარი მოქმედი პირი ჩენდლერი იყო, რომელიც ოთხი წელი ითამაშებს "ნიქსის" რიგებში და ამისთვის 58 მილიონ დოლარს მიიღებს.

ვინსი და ოდომი დალასში

რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, NBA-ის ჩემპიონმა "დალას მავერიქსმა" ტრეიდი განახორციელა "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან". მისი მიხედვით, "კოვბოების" რიგებში 32 წლის ფორვარდი ლამარ ოდომი გადავიდა, თავის მხრივ, "ლეიკერსი" 2012 წლის დრაფტის პირველ რაუნდში მოთამაშის არჩევის უფლებით დაკმაყოფილდა.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კალიფორნიულმა კლუბმა ხელი აიღო კრის პოლის გადაბირებაზე და ახლა "ორლანდოს" ცენტრ დუიატ ჰოვარდს უმიზნებს. ოდომის გაშვებაც ამით არის განპირობებული - "ლეიკერსს" სურს სახელფასო ბიუჯეტში გამოანთავისუფლოს თანხა "სუპერმენის" გასაფორმებლად.

როგორც ESPN ირწმუნება, "დალასი" ძალიან ახლოსაა ვეტერან ვინს კარტერთან მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმებასთან.

ორი დღის წინ, "ფინიქსმა" "ყველა ვარსკვლავის მატჩის" რვაგზის მონაწილეს კუთვნილი 18 მილიონიდან 4 მილიონი გადაუხადა და გუნდიდან დაითხოვა.

შარშან, 34 წლის კალათბურთელის საშუალო შედეგიანობა 13.5 ქულას შეადგენდა.

გარდა ამისა, "დალასმა" შემადგენლობა შეავსო ფორვარდ ბრენდან რაიტით, რომელმაც შარშანდელი სეზონი "ნიუ ჯერსიში" დაასრულა და ამ გუნდში საშუალოდ 5.4 ქულასა და 3.0 მოხსნას აგროვებდა.

ბოსტონი აქტიურობს

სატრანსფერო ბაზრის პირველ ორ დღეს იაქტიურა "ბოსტონ სელტიქსმა". მისი მთავარი შენაძენი გახდა თავისუფალი აგენტი დევიდ უესტი.

31 წლის ფორვარდი "ნიუ ორლეანმა" 2003 წლის დრაფტზე 21-ე ნომრად აირჩია.

გასულ სეზონში უეტსმა "ჰორნეტსის" შემადგენლობაში საშუალოდ 18.9 ქულა და 7.6 ქულა მიითვალა.

გარდა ამისა, "სელტიქსი" დათანხმდა გაცვლას "ორლანდოსთან". კერძოდ, "ბოსტონმა" მოიშორა მძიმე ფორვარდი გლენ დევისი, ხოლო მის სანაცვლოდ ამავე ამპლუის ბრენდონ ბასი დაიმატა. ექსპერტთა შეფასებით, "სელტიქსმა" უკეთესი კალათბურთელი მიიღო, ვიდრე ჰყავდა, თანაც ბასისთვის უფრო ნაკლების გახადა მოუწევს, ვიდრე დევისს უხდიდა.

ისე კი ამ კალათბურთელების შარშანდელი სტატისტიკა თითქმის თანაბარია: დევისს 11.7 ქულა და 5.5 მოხსნა ჰქონდა, ბასს - 11.2 ქულა და 5.6 მოხსნა.

"ბოსტონმა" კიდევ ორი კალათბურთელი გაიფორმა. ამ გუნდში ჩაირიცხა 29 წლის ცენტრი კრის უილკოქსი, რომელმაც ვეტერანის მინიმალური კონტრაქტი მიიღო. შარშან, ამ კალათბურთელმა "დეტროიტში" 7.4 ქულა და 4.8 მოხსნა დააგროვა.

აგრეთვე "სელტიქსმა" ერთი წლით გაიფორმა 25 წლის ჯეფ გრინი. ეს კალათბურთელი შარშანდელი სეზონის მსვლელობისას გადავიდა "ოკლაჰომადან" "ბოსტონში" და ახალ კლუბს საშუალო 5.9 ქულით დაეხმარა. მისი ახალი კონტრაქტის ღირებულება 5.9 მილიონს შეადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის