ლიგა შეივსო, დღეს კენჭისყრაა

ლიგა შეივსო, დღეს კენჭისყრაა

ჩემპიონთა ლიგის 2010/11 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დღეს გაიმართება, წუხელ კი ყველა მონაწილე გუნდი გაირკვა, გუნდებმა დარჩენილი 5 საგზურიც გაითამაშეს. რუსული და უკრაინული გრანდები მილიონებს ხარჯავენ, თუმცა ცნობილი გამოთქმის არ იყოს, ყველაფერს ფულით ვერ იყიდი - სანკტ პეტერბურგის "ზენიტი" პლეი ოფიდან ფინანსური თვალსაზრისით მოკრძალებულმა ფრანგულმა კლუბმა "ოსერმა" გამოაგდო, რომლის ბიუჯეტიც რამდენჯერმე ჩამორჩება მეტოქისას. მიუხედავად ამისა, "ოსერმა" სრულფასოვანი რევანში აიღო რუსული მარცხიდან, 2:0 გაიმარჯვა და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. მართალია, რუსებს ორი ფეხბურთელი გაუძევეს, მათ შორის, გოლკიპერი, მაგრამ ეს მხოლოდ მას მერე მოხდა, რაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს. ბურგუნდიაში "ოსერი" მალევე დაწინაურდა სედრიკ ენგბარის გოლის წყალობით. ორი მატჩის ჯამში "ოსერს" გამარჯვება პოლონელმა ფორვარდმა ირენეუშ იელენმა მოუტანა მეორე ტაიმში ულამაზესი გოლით (მან "მაკრატელათი" შეაგდო). მეკარე მალაფეევი საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მიაბრძანეს მოედნიდან, ხოლო შემდეგ მას მცველი ჰუბოჩანი შეუერთდა, რომელმაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. გაგიკვირდებათ და, 9-კაციან "ზენიტს" ორი კარგი მომენტი ჰქონდა, ჯერ დანის, შემდეგ - ბრუნო ალვეშს. "ოსერს" 8 სეზონია არ უთამაშია ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ამსტერდამში "აიაქსმა" 2:1 მოუგო კიევის "დინამოს" და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. თავი ფორვარდებმა ლუის სუარესმა და მუნირ ელ ჰამდაუი გამოიჩინეს. უკრაინელები კი დაისაჯნენ მრავალი მომენტის გამოუყენებლობის გამო. ანდრეი შევჩენკოს გოლი პენალტის ნიშნულიდან საკმარისი არ აღმოჩნდა საბოლოო წარმატებისთვის - "აიაქსი" 5-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება ნამდვილ ლიგას.

სკანდინავიურ დაპირისპირებაში დანიის ჩემპიონმა "კოპენჰაგენმა" სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით აჯობა ნორვეგიულ "როსენბორგს". კოპენჰაგენში მასპინძლებმა მცველ სოლვი ოტესენის თავურის წყალობით მოიგეს - 1:0.

პიტერ კრაუჩმა ჰეთ თრიკი შეასრულა შვეიცარიელთა კარში და "ტოტენჰემს" ჯგუფური ეტაპის საგზური მოუპოვა. ა

მ გუნდების დაპირისპირება უცნაურად განვითარდა, პირველ თამაშში "იანგ ბოისი" 3:0 დაწინაურდა, მაგრამ ამხელა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მატჩი მხოლოდ 3:2 მოიგო. ლონდონში კი შვეიცარიელებს სრული კრახი ელოდათ - 0:4. ჩეხურ-სლოვაკურ დაპირისპირებაში კი ყველაფერი პირველ მატჩში გადაწყდა და ახლა მხოლოდ ოფიციალურად გაფორმდა, სლოვაკურმა "ჟილინამ" ბევრისთვის მოულოდნელად გამოაგდო პლეი ოფიდან "სპარტა" - 3:0 ორი მატჩის ჯამში. სხვათა შორის, მომოდუ სისეიმ ჩეხთა კარში ულამაზესი გოლი გაიტანა მაკრატელა დარტყმით.

ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩები

აიაქსი-დინამო 2:1 (1:1)

აიაქსი: სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ემანუელსონი - ენო, დე იონგი, ზე ზეუ - სუარესი, ელ ჰამდაუი (85. ოიერი), ერიკსენი (73. სულეიმანი).

დინამო: კოვალი - სილვა, მიხალიკი, ხაჩერიდი, პოპოვი - გუსევი (76. ნინკოვიჩი), ერიომენკო, ვუკოევიჩი (88. ანდრე), იარმოლენკო - მილევსკი (86. გილერმე), შევჩენკო.

გოლები: 1:0 სუარესი (43), 2:0 ელ ჰამდაუი (75), 2:1 შევჩენკო (84-პენ)

ოსერი-ზენიტი 2:0 (0:1)

ოსერი: სორენი - ენგბარი, კულიბალი, მინიო, გრიხტინგი - ოლიეჩი (86. შაფნი), პედრეტი, ნდინგა, კონტუ - ლე ტალეკი (64. ბირსა) - იელენი.

ზენიტი: მალაფეევი - ანიუკოვი, ბ. ალვეში, მეირა (79. ბუხაროვი), ჰუბოჩანი - ზირიანოვი (55. ლაზოვიჩი), სემაკი, შიროკოვი - ბისტროვი (67. ჟევნოვი), დანი - კერჟაკოვი.

გოლები: 1:0 ენგბარი (9), 2:0 იელენი (53)

გაძევება: მალაფეევი (65), ჰუბოჩანი (80)

კოპენჰაგენი-როსენბორგი 1:0 (1:2)

კოპენჰაგენი: ვილანდი - პოსპეხი, ოტესენი, ანტონსონი, ვენდტი - კლაუდემირი, კვისტი, ვინგაარდი (91. ზანკა), გრონკიაერი (90. ლარსონი) - ნდოიე, სანტინი (67. ნორეგაარდი).

როსენბერგი: ორლუნდი - ლუსტიგი, სტადსგაარდი, ვანგბერგი (46. სტრანდი), დორსინი - სკიელბრედი (63. ვინსენსი), დემიდოვი, ჰენრიკსენი - ოლსენი (77. მოლდსკრედი), ივერსენი, პრიკა.

გოლი: 1:0 ოტესენი (33)

ტოტენჰემი-იანგ ბოისი 4:0 (2:3)

ტოტენჰემი: გომეში (46. კუდიჩინი) - ჩორლუკა, დოუსონი, კინგი, ასუ-ეკოტო - ლენონი, ჰადლსტოუნი, პალასიოსი, ბეილი (87. კრანჩარი) - დეფო (62. პავლიუჩენკო), კრაუჩი.

იანგ ბოისი: ვიოლფლი - ზუტერი (61. რეგაზონი), ჯემალი, აფოლტერი, შპიხერი - დეგენი, ჰოხშტრასერი, დუბაი (82. კ. შნეული), ლულიჩი - კოსტანცო (61. მ. შნეული) - ბიენვენუ.

გოლები: 1:0 კრაუჩი (5), 2:0 დეფო (32), 3:0 კრაუჩი (61), 4:0 კრაუჩი (78-პენ)

გაძევება: ლულიჩი (77)

ჟილინა-სპარტა 1:0 (2:0)

ჟილინა: დუბრავკა - გულდანი, პეჩალკა, პიაჩეკი, მრაზი - რილკე (92. ჟოშაკი), ბელო, იეჟი, მაიტანი (74. პოლიაჩეკი) - ორავეჩი, სისეი (80. ვიტორი).

სპარტა: ბლაჟეკი - ბონდოა (46. კვეუკე), ჰოჰენედერი, ჰეიდა, პამიჩი (86. ტრეშნიაკი) - კლადრუბსკი - სიონკო (61. კადერაბეკი), კუჩკა, ვახუშეკი, კრეიჩი - ბონი.

გოლი: 1:0 სისეი (18)

კლადრუბსკიმ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე