საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ნაკრების დატოვების შესახებ კახი კალაძის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
კახი კალაძე სამართლიანობის მხარეს დადგა, - ამგვარად შეაფასა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა კახი კალაძის გადაწყვეტილება, საქართველოს ნაკრების დატოვების შესახებ.

"კახის პოზიცია დიდი ხანია ვიცით და მგონი, საზოგადოებისთვის უცხო არ უნდა იყოს ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია. უკვე წლებია, ამ უსამართლობას შეძლებისდაგვარად ვუპირისპირდებოდით როგორც ფედერაციაში, ისე ქვეყანაში.

კახიმ გამონახა საკუთარ თავში ძალა, დაიცვას თავისი პრინციპები, სამართლიანობის მხარეს დადგა და ეს მისასალმებელია", - განუცხადა ყაველაშვილმა "ინტერპრესნიუსს".

მისივე თქმით, პროფესიული თვალსაზრისით, კალაძის მსგავსი ფეხბურთელის მიერ ნაკრების დატოვება სამწუხაროა.

"მაგრამ მიმაჩნია, რომ უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაა საჭირო. ნაკრები არ არის ცალკე აღებული თემა, ნაკრები ქვეყნის სახეა და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ფეხბურთშიც უფრო მძიმედ არის სიტუაცია - იგივე უსამართლობები არჩევნებთან დაკავშირებით, არაკომპეტენტურობა, არაპროფესიონალიზმი.

ძირეული ცვლილებებია საჭირო როგორც ქვეყანაში, ისე საფეხბურთო სამყაროში, აქაც ბევრი რამ არის განსახორციელებელი, რასაც სჭირდება პროფესიონალების და კომპეტენტური ადამიანების გუნდი", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დატოვების შესახებ კახი კალაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართულ ოცნების" პრეზენტაციაზე განაცხადა.

interpressnews.ge

d
კახას ან კიდე ვინმეს წასვლა-მოსვლით ნაკრები არც დაინგრევა და არც აშენდება. ეს ნაკრები ესეთია 20 წელია და ტკეპნის ერთ ადგილს. ძირეული ცვლილებებია საჭირო და კალაძე ერთ-ერთია, ვინც ამას უჭერს მხარს. გაუმარჯოს! ჯიგარია. ვარძელაშვილი და სიჭინავა არიან მათ შორის, ვინც აფერხებს ფეხბურთის განვითარებას და მოკეტონ. დათო, კახაზე სანამ რამეს იტყვი, კარგად უნდა დაფიქრდე, თუ შეგიძლია.
Tornike
რას ქვია სამართლიანობის მხარეს დადგა, ვინ შექმნა ეს სამართლიანობა, ბიძინამ და ბერამ?! აღარ დამთავრდება ამ ქვეყანაში ლამის ყველა საკითხის პოლიტიზირება?...
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა