მატჩის შედეგი დიდწილად 37-ე წუთზე მომხდარმა განაპირობა, როდესაც მეკარეობა ირჟი ჰომოლამ იკისრა და, ბუნებრივია, წითელი ბარათი მიიღო
11.12. თბილისი. დინამო არენა. 600 მაყურებელი

დინამო-კოლხეთი 1:1

0:1 ციცხვაია (37. პენ.), 1:1 კოშკაძე (74. რობერტინიოს პასით)

დინამო კოლხეთი

4-3-3 4-4-1-1

ლორია ბობღიაშვილი

შ. კაშია ცხვიტარია

ჰომოლა ლომაშვილი

ხოჭოლავა ინწკირველი

მ. ლომიძე მეგრელიშვილი

კვეკვესკირი მდივნიშვილი

ჯიღაური ცხადაია

ალვარო ქებაძე

ლექვთაძე პ. დათუნაიშვილი

კახელიშვილი გვალია

იაგუე ციცხვაია

მწვრთნელი მწვრთნელი

ა. გარსია დ. მახარაძე

დინამო

46. ლექვთაძე - კოშკაძე

73. კახელიშვილი - რობერტინიო

81. ალვარო - თექთურმანიძე

სათადარიგოები: ნადირაძე, ოდიკაძე, პარუნაშვილი, ჩისკო

კოლხეთი

63. მდივნიშვილი - შავგულიძე

71. ციცხვაია - წიქარიშვილი

82. გვალია - გოგონაია

სათადარიგოები: ნადირაშვილი, თედიაშვილი, გ. კილასონია, გულუა

გაფრთხილება: ცხვიტარია (13), ინწკირველი (89), ბობღიაშვილი (89)

გაძევება: ჰომოლა (36)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

"დინამოს" სამწვრთნელო შტაბი ამ შეხვედრას ზუსტად ისევე მოეკიდა, როგორც "ზესტაფონი" "სიონთან" მატჩს. ალექს გარსიამ მოქმედ ჩემპიონებთან საოთხშაბათო დაპირისპირების წინ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა - უმეტესად ისინი, ვინც გაფრთხილების შემთხვევაში ზესტაფონში ვერ ითამაშებდა. შესაბამისად, დედაქალაქელთა სასტარტოში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ვიხილეთ, რომლებსაც ნაკლები სათამაშო პრაქტიკა აქვთ.

ბუნებრივია, "დინამოსთან" სტუმრად მიღწეული 1:1 "კოლხეთისთვის" კარგი შედეგია, გარსიას გუნდისთვის კი ეს ფრე პრობლემა საერთოდ არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ფოთელები უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდებიან.

თუმცა, ვფიქრობთ, დავით მახარაძის გუნდს გამარჯვებისთვის ბრძოლა უფრო დიდი მონდომებით მართებდა, რადგან სამი ქულა ბოლოსწინა ადგილისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემდა და მეცხრე ადგილამდე ჩამოქვეითებულ "გაგრას" ორქულიანი დისტანციით მიაახლოვებდა. მას შემდეგ, რაც "დინამომ" ანგარიში გაათანაბრა, "კოლხეთმა" დროის გაყვანა განაგრძო და რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა ტემპის დაგდებით გაანიავა.

მატჩის შედეგი კი დიდწილად 37-ე წუთზე მომხდარმა განაპირობა: ლაშა გვალიას დარტყმისას მეკარეობა ირჟი ჰომოლამ იკისრა და, ბუნებრივია, წითელი ბარათი მიიღო. პენალტი დავით ციცხვაიამ უნაკლოდ შეასრულა.

"დინამოს" დაცვის ცენტრში ნიკა კვეკვესკირი დადგა, შესვენებამდე კი დასამახსოვრებელი ალბერტ იაგუეს მიერ ხელსაყრელი პოზიციიდან გაცუდებული მომენტი იყო.

მეორე ტაიმის დასაწყისში მიკელ ალვარომ ჩვეულად გაისროლა და "კოლხეთი" ხარიხამ იხსნა, 74-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა რობერტინიომ უმალ გაამართლა მწვრთნელის იმედი და მარჯვენა ფლანგიდან "დინამოს" კაპიტან ალექსანდრე კოშკაძეს საგოლედ უპასა - 1:1.

შეხვედრის დარჩენილი დრო, ისევე, როგორც მთელი მატჩი, საკმაოდ უსახური გამოდგა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამაში ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მატჩის შემდეგ

ალექს გარსია ("დინამო"): "პირველ ტაიმში ჩემი გუნდი ძალიან მოშვებული და მეტისმეტად თავდაჯერებული იყო, რისთვისაც დავისაჯეთ კიდეც. შესვენების შემდეგ უკეთ ავთამაშდით და მარცხს გადავურჩით. სასარგებლო მატჩი იყო, რადგან საშუალება მომეცა, იმ ფეხბურთელებს დავკვირვებოდი, რომლებიც უფრო ხშირად სათადარიგოები არიან".

დავით მახარაძე ("კოლხეთი"): "ჩემმა ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს. წინ კიდევ რამდენიმე ტურია და გვაქვს იმის შანსი და იმედი, რომ პოზიციები გავიუმჯობესოთ და რვა საუკეთესო გუნდში მოვხვდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა