ავსტრალიის ნაკრებს "ბოკესთან" სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებში, პრეტორიაში, იოჰანესბურგსა და ბლუმფონტეინში 1963 წლის შემდეგ არ მოუგია...

ავსტრალიის ნაკრებს "ბოკესთან" სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებში, პრეტორიაში, იოჰანესბურგსა და ბლუმფონტეინში 1963 წლის შემდეგ არ მოუგია.

"ვოლაბების" ახალზელანდიელი მწვრთნელი რობი დინსი ამას აღნიშნული ქალაქების ზღვის დონიდან მაღალი მდებარეობით ხსნის. თუმცა იმედოვნებს, რომ ამჯერად ნავსი გატყდება.

ავსტრალიის ნაკრები კვირაზე მეტია, სამხრეთ აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე კეიპთაუნში ემზადება.

"პრეტორია, სადაც სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ნაკრებების მატჩი გაიმართება, ზღვის დონიდან 1350 მეტრზეა. აკლიმატიზაციას, რვა დღე სჭირდება, ამიტომ სამხრეთ აფრიკაში თამაშამდე ათი დღით ადრე ჩავედით. ბიჭებს შესანიშნავი განწყობა აქვთ და იმის მიუხედავად, რომ "ლოფტუს ვერსფილდზე" დიდი ხანია, არ მოგვიგია, გუნდში ოპტიმისტური განწყობაა" - თქვა "ვოლაბების" თავკაცმა.

მას ავსტრალიელთა მგეზავმა მეთ გიტომაც აუბა მხარი:

"ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარე ქალაქებში თამაში ძალიან მომწონს. ასეთ პირობებში კარში 40-50 მეტრიდანაც ხშირად გამიტანია. სამხრეთ აფრიკასთან მატჩში დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ დისციპლინას, ფრთხილად უნდა ვითამაშოთ და ვეცადოთ, არ დავჯარიმდეთ, თორემ ორივე სტეინი, ფრანსუაც და მორნიც შორიდან ბრწყინვალედ ურტყამენ. ფრანსუას სულაც მოედნის საკუთარი ნახევრიდან შეუძლია ბურთის მეტოქის კარის ძელებს შორის გატარება", - თქვა მან.

ავსტრალიის ნაკრები:

შერკინება: როკი ელსომი, სალესი მააფუ, მარკ ჩისოლმი, სტივენ მური (ყველა -ბრამბიზი), ბენ დეილი, ჯეიმზ სლიპერი, საია ფაინგაა, რობ საიმონსი (ყველა-რედსი), ბენ რობინსონი, დენ მამი (ორივე-ვორათაზი), ნათან შარპი, რიჩარდ ბრაუნი, ნიკ კამინსი, დევიდ პოქოკი (ყველა-ფორსი).

უკანა ხაზი: ვილი გენია, ქუადე კუპერი, ენტონი ფაინგაა, სკოტ ჰიგინბოთამი (ყველა-რედსი), ლუკ ბარჯესი, ბერიკ ბარნსი, ლაკი ტერნერი, დრიუ მიტჩელი, ქართლი ბეილი (ყველა-ვორათაზი), მეთ გიტო, ადამ ეშლი-კუპერი, პატრიკ მაკკები (ყველა-ბრამბიზი), ჯეიმზ ოკონორი, ბენ მაკკალმენი (ორივე-ფორსი).

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა