მანუმ 19 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ხოლო შერმადინმა 17 წუთში - 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი

მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუმ" იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო. კანტუელებმა "ბანკა ტერკასს" უმასპინძლეს და 84:76 დაამარცხეს.

ქართველი კალათბურთელები თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაებნენ და გამარჯვებაში თავისი წილი დაიდეს. მარკოიშვილმა 19 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მანუჩარმა 5 სამქულიანიდან 3 ჩააგდო, 3 საშუალო ტყორცნიდან კი მეტოქის კალათში 1 მოათავსა.

შერმადინმა ოდნავ ნაკლები - 17 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ამ გამარჯვებამ "კანტუ" ცხრილის ზედა ნაწილში დააბრუნა. ქართველების გუნდი მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

მე-7 პოზიციამდე აღზევდა ნიკა მეტრეველის "დინამო სასარი", რომელმაც "ვარეზე" 90:79 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა 9 წუთში 3 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მეტრეველმა 2-დან 1 ორქულიანი და საჯარიმო ზუსტად სტყორცნა, ერთხელ დაჯარიმდა და წესები მის წინააღმდეგაც ერთხელ დაირღვა.

მომდევნო ტურში, 18 დეკემბერს, "კანტუ" სტუმრად "მონფერატოს" შეხვდება, ხოლო დინამოელები ტრევიზოში "ბენეტონს" შეხვდებიან.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა