ამ უქმეებზე ჩვენებურებმა მეტოქეთა კარში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს, სამაგიეროდ, ორჯერ საკუთარი დალაშქრეს
1:2 - ასეთი ანგარიშით წააგო ამ უქმეებზე ქართულმა ლეგიონმა. აქვე დავაზუსტებთ, ჩვენებურებმა მეტოქეთა კარში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს, სამაგიეროდ, ორჯერ საკუთარი დალაშქრეს.

დადებითად მხოლოდ ლადო დვალიშვილი გამოირჩა, რომელმაც ქალაქ ჰაიფას დერბიში გახსნა ანგარიში. ამის მიუხედავად, მისი "მაქაბი" "ჰაპოელთან" 1:3 დამარცხდა.

ლადოსთვის კი ეს მხოლოდ მე-4 გოლია ჩემპიონატში. საკუთარ კარში კი აზერბაიჯანული "თურანის" ვეტერანმა ალეკო გოგობერიშვილმა და ასევე აზერბაიჯანული აზალ-ის გამთამაშებელმა ნუგზარ კვირტიამ გაიტანეს.

უკრაინის ჩემპიონატი მარტამდე დაგვემშვიდობა. ალბათ, "ოლექსანდრიას" შემადგენლობაში უკანასკნელად ითამაშა ჩვენმა გამორჩეულმა ლეგიონერმა დავით თარგამაძემ, რომელმაც "მეტალისტთან" შეხვედრაში საგოლე პასი კი მიითვალა, მაგრამ მისი გუნდი 1:3 დამარცხდა.

თარგამაძემ მე-60 წუთზე კუნთი დაიზიანა და შეცვლა ითხოვა, მერე და მერე კი "ოლექსანდრია", რომ იტყვიან, ნაწილებად დაიშალა და ხარკოველებმა იოლად დაჯაბნეს - ეს საგანგებოდ აღნიშნეს ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა