ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კახა კალაძე: რატომ წავედი ნაკრებიდან

კახა კალაძე: რატომ წავედი ნაკრებიდან

საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილმა კაპიტანმა ნაკრებიდან წასვლის მიზეზები ახსნა
კახა კალაძის განცხადება:

ძვირფასო მეგობრებო, ყველას საუკეთესო სურვილებით მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ იმ უდიდესი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც გამოხატავთ ჩემს მიმართ.

უკვე მესამე დღეა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება გავაკეთე და ამ ხნის მანძილზე მოდიოდა უამრავი შეტყობინება მობილურსა თუ კომპიუტერში, რეკავდნენ ახლობლებიც და უცნობი ადამიანებიც. ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი ხალხისგან. რჩებოდა ერთადერთი პასუხგაუცემელი კითხვა: რა მიზეზით დავტოვე ნაკრები?

მანამდე კი მინდა, გამოვეხმაურო იმ სამარცხვინო წერილს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. მთელი წერილი გაჟღენთილია ჩემს მიმართ პირდაპირი თუ ირიბი ბრალდებებით თუ რჩევა-დარიგებებით. უბრალოდ, მათ შეეძლოთ ერთი სიტყვით მაინც ეთქვათ მადლობა, ნაკრებში ჩემი ყოფნის 15 წლის მანძილზე ნუთუ სიხარულის 15 წუთი არ მიმინიჭებია იმ ადამიანებისთვის, ვინც ფეხბურთის ფედერაციაშია დასაქმებული.

თუმცა სპორტსმენი ხომ ხალხისთვის შრომობს და არა ვიწრო ჩინოვნიკური გაგების ადამიანების ერთი ჯგუფისთვის, რომელთაგან ზოგი შეიძლება ცირკის არენიდან პირდაპირ თბილ სავარძელში ჩასვეს. სხვათა შორის, როცა დღევანდელ საქართველოში პოლიტიკისა და ფეხბურთის გამიჯვნაზე, ვითომ სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობაზე საუბრობენ, ეს ცოტა კომიკურიც კია. არადა, ფედერაციაში დასაქმებული რამდენიმე ადამიანი, მათი ჭკუით, მარიგებს, როგორ უნდა მოვქცეულიყავი თემურ ქეცბაიასთან მიმართებაში.

დამშვიდდით, ბატონებო, თქვენ ნუ ღელავთ ჩემი და თემოს ურთიერთობაზე. ამ აბსურდულ წერილზე აქ საუბარს მოვრჩი.

მეგობრებო, ყველა გულშემატკივარს ვთხოვ, რასაც დავწერ - განიხილონ მთლიანად და არა კონტექსტში, ამოგლეჯილად. ჭეშმარიტ გულშემატკივარს ვგულისხმობ და არა იმ ადამიანებს, რომლებიც დაეშვნენ "კალაძემ იტალიასთან თამაში გაყიდას"-დონეზე. ეს წერილი არც "მადრიდი-რეალის" თამაშის მაყურებელისთვის იქნება საინტერესო. მოგეხსენებათ, ყველა პარტია ნაცვალმა ერთმა სუბიექტმა "რეალი-ბარსელონას" თამაში "მადრიდი-რეალის" მატჩად აღიქვა.

კითხვაზე, რა მიზეზით დავტოვე ნაკრები, ჩემი პასუხი ასეთია: აქ დროთა განმავლობაში რამდენიმე საკითხმა მოიყარა თავი - მე არ მქონდა მორალური უფლება, ნაკრებში კიდევ რამდენიმე წელი მეთამაშა მაშინ, როდესაც ნაკრების წევრი გიორგი დემეტრაძე ყოვლად უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებით უკვე მეორე წელია, ციხეში ზის და მე, მისმა მეგობარმა სამართალი ვერ ვიპოვე. მაპატიეთ, მაგრამ, რაც უნდა იყოს ფეხბურთი, ჩემთვის ადამიანობა, კაცობა, მეგობრობა ძირითადი ფასეულობებია. მეორე წელია, დემეს დაპატიმრებიდან ჩემს თავთან მქონდა ბრძოლა, ნამდვილად არ მინდოდა, ჩემს საყვარელ ნაკრებს, მის გულშემატკივრებს გული დასწყდომოდათ, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ერთგვარ პროტესტს უსამართლობის მიმართ საზოგადოება სწორად გაიგებს, მით უმეტეს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ფედერაციას ერთი დადებითი სიტყვაც კი არ უთქვამს დემეტრაძესთან მიმართებაში. ყველაფერ ამას დაემატა რამდენიმე ანგაჟირებული ჯიბის ჟურნალისტის სერიული თავდასხმა.

მარიონეტი ჟურნალისტების ხელით ზოგიერთი შეეცადა, გარედან მოეხდინა ზემოქმედება ნაკრებზე, საუბარი დაიწყეს ჩემს ასაკზე და ბოლოს იმ დონემდე დაეშვნენ, რომ 29 წლის ხიზანიშვილიც კი ვეტერანად გამოაცხადეს და ამას არქმევდნენ ვითომ ნაკრების გაახალგაზრდავებას, ანუ საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ კალაძის გამო სხვა თანაგუნდელები იწირებოდნენ. აბა, მარტო კალაძე რომ გაეშვათ, მთლად ლამაზად არ გამოდიოდა. ეს პრობლემაც მოვუხსენი ყველა "კეთილისმსურველ გულშემატკივარს" და წავედი. ვფიქრობ, რომ, ამ 1 წლის მანძილზე, რაც შესარჩევ ეტაპამდეა დარჩენილი, ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა ჩამოყალიბდება. ამითაც არ შევუქმენი ნაკრებს პრობლემა, რადგან ოფიციალურ თამაშებამდე მთელი ერთი წელია და ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი პოტენციალი აჩვენონ მწვრთნელებს.

აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნო ისიც, რომ უკვე წლებია, რაც ვსვამ კითხვებს და ეს კითხვები უპასუხოდ რჩება. ეს კითხვები იყო დაწყებული გირგვლიანის მკვლელობიდან, დამთავრებული იმით, თუ რატომ ჩამოართვეს მოქალაქეობა ცნობილ მეცენატ ივანიშვილს. თუმცა, ამ და მრავალ სხვა კითხვაზე პასუხი იყო ან სრული დუმილი, ან ამ რეჟიმის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი ცინიზმით სავსე.

ზოგიერთი ნაკრებიდან ჩემი წასვლის შესახებ განცხადების ადგილს მიწუნებს და ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებისას არ უნდა წავსულიყავი ნაკრებიდან, სად პოლიტიკა და სად ეროვნული ნაკრებიო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება არ იყო, ეს გახლდათ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება. აბა, ვისთან, თუ არა საზოგადოებასთან უნდა მეთქვა ხმამაღლა ამ განცხადების შესახებ. დარბაზში ისხდნენ ადვოკატები, ფილოსოფოსები, ექიმები, ჩემი გულშემატკივრები, რომლებისთვისაც სულერთი არ არის ჩემი საფეხბურთო მომავალი. დიახ, მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ღიად, საჯაროდ, საზოგადოებისთვის მემცნო ამ გადაწყვეტილების შესახებ. უბრალოდ, მიზეზებზე საუბრით თავი არავის შევაწყინე.

დასასრულ, მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ საოცრად განვიცდი ნაკრებიდან წასვლას და ყველა გულშემატკივარს გთხოვთ: ნუ დაძრახავთ სპორტსმენებს, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და შეცდომისგან არავინაა დაზღვეული.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვუსურვებ წარმატებებს, ისეთს, როგორიც ქართველ ხალხს ეკადრება. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ, რომ წლების მანძილზე მქომაგობდით და გვერდით მედექით, ჩემთვის დაუვიწყარია ის სითბო და სიყვარული, რაც თითოეულმა თქვენგანმა გამოხატა ჩემი ოჯახის ტრაგედიის დროს (ეს სურათიც იმ ტრაგედიის შემდეგ პირველ თამაშზეა გადაღებული).

მეც ძალიან მიყვარხართ და უზარმაზარ პატივს გცემთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

(სტილი დაცულია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• sasha

არის რაღაც სიმართლის მარცვალი Shotaს ფიქრებშიც და ბადრი სეფაშვილის პასუხშიც. აგრეთვე კახი კალაძის საქციელშიც და აზრებშიც! როგორც თავისუფალ ადამიანს კახის ნებისმიერი გადაწყვეტის უფლება აქვს!მთავარია თავის გულში იყოს მართალი ადამიანს როგორც ესმის ისე ცხოვრობს,მე ამ ადამიანისგან გაკეთებული სიბოროტე ჯერ არ გამიგია და პოლიტიკაშიც რომც მოვიდეს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ ცუდს,თუ შვარცენეგერმა შეძლო კახი რატომ ვერ შეზლებს?!მარტივი ნამდვილად არ არის ის ცხოვრების გზა გავლო რაც ამ კაცმა გავლო,რა საკვირველია პატარ-პატარა შეცდომებსაც დაუშვებდა მაგრამ ეს მისი პირადი ცხოვრება და გამოცდილებაა და აგრეთვე მისი პირადი საქმეა! იგივე კითხვის დასმა რომ გესწავლა საკუთარ თავთან ჩემო Shota (შენ და შენნაერებს) დღეს რასაც კახის უსვამთ, ესეთ სახელმწიფოში არ იცხოვრებდი სახელმწიფოში მილიონობით ადამიანს არ დაედგომება თავის კუთვნილ ადგილზე და ნაკრების კაპიტნის გიკვირს?!!! :) დარწმუნებული ვარ კალადზე წავიდა ნაკრებიდან,მაგრამ ქართული ფეხბურთიდან იგი არასოდეს წავა!

• jana

gisurveb kaxi warmatebebs momaval sakmianobashi, yvelam avixdinot male kartuli ocnebaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa,tavisufleba suls ise moswyurda vit dachril irmebis gunds wyaro ankara.....................

• Kukutina

ჰოოო...როგორ თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ "დიდოსტატის მარჯვენა"-ში?-თუ დიდი კაცი გამოგვერია, ისე დავკორტნით როგორც დაკოდილ ძერას ყვავებიო(ბოდიშს ვიხდი ციტატა სიტყვა-სიტყვიტ რომ ვერ დავწერე, თუმცა გამგები გაიგებს)

• zaza

არ უნდა წასულიყავი.თუ შეგიძლია თამაში და დახმარება ნაკრებისთვის,უნდა დარჩენილიყავი.აბა ახალგაზრდა იყო და მომავალი წინ გქონდეს დემეს თუ ახსენებდი...???

• daviti

Tornike,შენ ალბათ "იმ დემოკრატიულ საქართველოში"ცხოვრობ სადაც უდანაშაულოებს არ იჭერენ,დემესგან განსხვავებით ამაში "გაგიმართლა".ისე მინდა შეგახსენო დემესთან ერთად იმ "დანაშაულზე"კიდე ერთი კაცი,ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელი,კოდუების ძმაკაცი დაიჭირეს გვარი აღარ მახსოვს და მეორე დღესვე გამოუშვეს,ალბათ ნოდარ დუმბაძის ერთერთი პერსონაჟივით მასაც სუსტი გული ქონდა,ბევრი სეკრეტები იცოდა და მისი ციხეში ჯდომა არ შეიძლებოდა.პიარისთვის დაიჭირეს ძმაო,ხალხს აჩვენებენ არავის ვერიდებით,ყველას ვიჭერთ ვინც არ უნდა იყოსო.ფიქრობდნენ უცებ დაგვთანხმდება აღიარებაზე ფულს გადაიხდის,საპროცესოს გავუფორმებთ და გავუშვებთო,დღემდე თავაზობენ საპროცეზოზე დათანხმებას,არც იმხელა თანხას ეუბნებიან თითონ რომ ვერ გადაიხადოს სხვისი დახმარების გარეშე,მაგრამ არ თანხმდება,რაც არ ჩამიდენია არ დავიბრალებო,კაცია და იმიტო იქცევა ისე იმ ჩმორ ფეხბურთლებისგან განსხვავებით(არველაძეების თამადობით)მისი სახელი ხმამაღლა ხსენებაც რომ ეშინიათ,ახლა შენი არგუმენთიც გვითხარი,კაცი თუ დამნაშავეა და მისთვის მისაღებ თანხაში საპროცესოს უკეთებენ,რატო არ თანხმდება?თავის-თავის მტერია?

• davit beraia

martlis mtqmeli ფულით ანგარიშობ თუ სპორტული მიღწევებით?ფეხბურთში ევროპის ჩემპიონობა გაცილებით მაღალი მიღწევაა ვიდრე ჩემპიონთა ლიგის თუნდაც 10 მოგება. იცოდე მესხი,მეტრეველი და ჩოხელი ევროპის ჩემპიონები არიან. და კიდევ ნებისმიერი ფეხბურთელი 1981 წლის თბილისის დინამოდან ჩემთვის გაცილებით დიდი ფეხბურთელია ვიდრე კალაძე

• Tornike

კიდევ ერთი რამ ამიხსენით ძმებო - თუ დემე უდანაშაულოა, რაში ჭირდება ხელისუფლებას მისი ციხეში ყოლა? რას იგებს ამითი? ლოგიკას ვერ ვხედავ, და თუ ვინმე ხედავთ, თქვით. ოღონდ "პირსისხლიანი რეჟიმი რომელიც ხალხს ატერორებს" და ამგვარი მარაზმი არ მიიღება

• karoltuzi

ითამაშა მილანისათვი,კიევისათვის,საქართველოს რა მაქედან 85 თამაშიდან ნარებმა ცააგო56,ფრე ითამაშა21,მოიგო8 თამაში დანარსენი თქვენით განსაგვრეთ

• roma

ვაი რა საცოდავია ის ადამიანები,რომლებიც კალაძეს ადარებენ-მესხს,მეტრეველს,ხურცილავას,ყიფიანს,ჩივაძეს და კიდევ სხვებს.ამ ადამიანებს ვეკითხები დამისახელეთ მეორე პრეცედენტი ნაკრებების დონეზე,ერთ ტაიმში ორი შედევრი გოლი გაეტანოს თავის კარში.

• martlis mtqmeli

მიუხედავად იმისა რომ ქართველებს გვყავდა მესხი. მეტრეველი, ხურცილავა ,ან თუნდაც ყიფიანი. . .(მართლაც უდიდესი კორიფეები) კახასდენ შედეგს ვერცერთმა ქართველმა ფეხბურთელმა მიაღწია და ვეც მიაღწევს ვინმე ახლო მომავალში (ნეტავ ვცდებოდე). ეს ფაქტი იმდენად უტყუარია მთელი "მიშისტი"ჟურნალისტების ხროვაც ვერანაირად უარყოფს. ეძახეთ რუსეთის აგენტი ან რასაც გიბრძანებენ ზევიდან მაგრამ კახა მაინც 10 თავით და მეტით იდგება ყოველთვის თქვენზე

• ბადრი სეფაშვილი

ჰო, კიდევ, Shota, კახას ფონდი ფინანსურად ეხმარებოდა ლტოლვილებს.. ისე, რა უნდა ექნა, როგორ ფიქრობ, საომრად უნდა წასულიყო!?... აი,მე, მაგ, 2008 ომშიც ვიყავი და შენ სად იყავი მაგ დროს, რითი დაეხმარე ქართველობას, მეომრებს ან ლტოლვილებს? PS: ცნობისთვის, საბუთიც არ მოუციათ ომში რომ ვიყავი- ომი არ იყოო... ეს, ისე....შენისთანებისთვის შესახსენებლად...

• ბადრი სეფაშვილი

Shota , მე პირადად მომწონს -არ მომწონს კახას ფეხბურთელობა ვერაფრით შეცვლის იმას, რაც ამ კაცმა მაშინ გააკეთა, როცა ალბათ ასაკით პატარა იყავი... რადგან ვისაც ის პერიპეტიები ახსოვს, არ შეიძლება არ იამაყოს კალაძის ქართველობით.. კაცს ოჯახური ტრაგედიის დროს მთელი საქართველოს სახელმწიფო მანქანა გადაუდგა და ფულის გულისთვის რაც უბედურებები შეამთხვია, მტერს და ავს...შეგნებულად არ ვიწყებ იმაზე ლაპარაკს, კახას ის მოგონენბები რომ არ ავუშალო.....უკრაინა ეხვეწებოდა და ბევრი სხვა ქვეყანაც. იმ ნაკრებ გუნდებში პერსპექტივაც მეტი იყო, მაგრამ, კახამ, არც ოჯახს უღალატა, არც წინაპრის მიერ სამშობლოსთვის დაღვრილ სისხლს, არც თანაგუნდელებს- ვისთან ერთადაც გაიზარდა, ნახა საკუთარ თავში სინდისის და ქვეყნისთვის ერთგულების ძალა..... აფერუმ, კახა, შენ კაცობას და ქართველობას... ნამდვილად მეამაყება შენი საქციელი... ვიმეორებ, მნიშვნელობა არ აქვს კახა კალაძე, როგორც ფეხბურთელი, მომწონდა თუ არა!..

• brrrrrrrr

როდის წავა, სად წავა, სად იტყვის,სად არ იტყვის, ეს პირადად კალაძის საქმეა, ყველამ თავის *** მამიდას მიხედოს!

• giorgi

კახა კალაძე ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია საქართველოს ისტორიაში და მხოლოდ მადლობა ეკუთვნის 15 წელი რომ იცავდა ღირსეულად საქართველოს ინტერესებს. უსამართლობის წინააღმდეგ კი ყველამ ხმა უნდა აიმაღლოს, ბიძინა ივანიშვილის გვერდში დგომა კი უსამარტლობის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას ნიშნავს ზუსტადაც

• Shota

რა შუაშია ფეხბურთი და ივანიშვილი შე კაი კაცო! დემეს გამო რომ წასულიყავი ნაკრებიდან გაგიგებდით უფრო, მაგრამ ივანიშვილი აქ რა მოსათრევია საერთოდ! ისე ჩვენი ნაკრები ფეხბურთს როგორ ითამაშებდა, როცა ფეხბურთელების ნაცვლად ამდენი პოლიტიკოსი გვყოლია გუნდში! პოლიტიკოსი მაშინ ყოფილიყავი, როცა შენი ქვეყანა იბომბებოდა და ხმას არ იღებდი, ან სამტრედიის გუნდს რომ დახმარება სჭირდებოდა უფულობის ჟამს! მაინც მინდა წარმატებები გისურვო სპორტულ კარიერაში, მაგრამ შენ აზრზე არ ხარ რა არის ნამდვილი,ჭეშმარიტი ქართული ოცნება!

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა