ჯერჯერობით გაურკვეველია ჩვენებურის ტრავმის ხარისხი და მომავალ უქმეებზე გასამართ ჩინეთის "დიდ პრიზზე" მისი მონაწილეობა
ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია ირაკლი ცირეკიძის (100) ტრავმის ხარისხი და მისი მონაწილეობა მომავალ უქმეებზე გასამართ ჩინეთის "დიდ პრიზზე".

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტრავმა კვირას მიიღო ტოკიოში, ძიგორო კანოს მემორიალზე, იაპონელ ტაცუკი მასუბუშისთან შეხვედრაში.

ამის შემდეგ ჩვენებურმა ერთი ბრძოლა კი მოიგო უზბეკ რამზიდინ საიდოვთან, თუმცა იქაც გამაყუჩებლების ზემოქმედებით იჭიდავა, მერე კი ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან სერგეი სამოილოვიჩთან საჭიდაოდ გასვლა ვერ შეძლო. ცირეკიძემ ნეკნი იტკინა, თუმცა, როგორც გუშინ გაირკვა, იმავე ტურნირზე მას ფეხიც დაუზიანებია. ის კვლავაც ტოკიოში რჩება, სადაც შეკრებაზე ჩვენი ნაკრების რამდენიმე წევრიცაა წარდგენილი.

გამოსაკვლევად ადგილობრივ ექიმებთან დადის, თუმცა ჯერ ვერ ამბობს, შეძლებს თუ არა უახლოეს კვირას ჩინეთში ჭიდაობას - სურვილი კი დიდია და იქ ასპარეზობას დაძაბული შიდა სანაკრებო კონკურენცია თუ წონაში პოზიციების გამყარებაც აიძულებს, მაგრამ საამისოდ მხოლოდ სურვილი არ კმარა. ახლა ყველაფერი ტრავმის სიმძიმეზეა დამოკიდებული.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ნაკრებში ცირეკიძის მთავარმა კონკურენტმა ლომერ ჟორჟოლიანმაც უნდა იჭიდაოს. სადღეისოდ კონკურენციაში წინ ჟორჟოლიანია, რომელიც 620 ქულით საერთაშორისო რეიტინგში XIII ადგილზეა, ოლიმპიურში კი გამოხშირვის წესით (რაც ქვეყნიდან მხოლოდ ერთ მონაწილეს ითვალისწინებს) ერთი საფეხურით წინაა - XII ადგილზეა.

ცირეკიძეს ტოკიოური ბრინჯაოს შემდეგ 598 ქულა გაუხდა, რაც საერთაშორისო რეიტინგში XV, ოლიმპიურში კი XIII შედეგია. თუმცა, როგორც ვწერდით, 14 დეკემბრიდან მათ შორის ძალთა თანაფარდობა შეიცვლება - ჟორჟოლიანს ერთი ტურნირის (2009 წლის კანოს მემორიალი) შედეგი უნულდება და ქულები აკლდება, რის შემდეგაც ცირეკიძე გადაუსწრებს.

სხვათა შორის, ერთი კვირის წინ ჟორჟოლიანი XIV იყო და იმის მიუხედავად, რომ მას შემდეგ არსად უჭიდავია, ერთი ადგილით მაინც წაიწია წინ. ეს იმიტომ, რომ მონღოლ ტამუულენ ბატულგასაც ასე გაუნულდა 2009 წელს კორეულ მსოფლიოს თასზე მოპოვებული ქულები და ჩვენებურმაც ამის ხარჯზე გადაუსწრო.

სამწუხაროდ, ჩინეთში ჩვენი გუნდის სხვა წევრების გამოსვლა გამორიცხულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

busa
ijidavebs da kidevac moigebs....carmatebebii ika..
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა