ჩინეთში მსოფლიო ინტელექტუალური თამაშების პროგრამით გრძელდება საჭადრაკო ბატალიები, ამჯერად ძაგნიძე ბლიცებში ჩაება
ჩინეთის დედაქალაქში მსოფლიო ინტელექტუალური თამაშების პროგრამით გრძელდება საჭადრაკო ბატალიები, რომლებშიც 16-16 მაღალი რეიტინგის მქონე დიდოსტატი ქალ-ვაჟი მონაწილეობს.

გაუწყეთ, რომ სწრაფ ჭადრაკში (20 წუთი + 10 წამი) ნანა ძაგნიძემ მესამე ადგილი დაიკავა. გუშინ იგი ბლიცებში (3 წუთს + 2 წამი) ჩაება.

შეჯიბრება წრიული სისტემით მიმდინარეობს და ჯერ რვა ტური ჩატარდა. ჩვენებურმა ელენა დემბო (საბერძნეთი), მონიკა სოჩკო (პოლონეთი), ელისაბედ პეტცი (გერმანია) და ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) დაამარცხა, ხოლო ელმირა სკრიპჩენკოს (საფრანგეთი) ყაიმზე შეუთანხმდა, მოაგროვა 4,5 ქულა და ასპარეზობის დამთავრებამდე 7 ტურით ადრე მეექვსე ადგილზეა.

დაწინაურდა ჩინელი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი, რომელმაც 8 შესაძლებლიდან 6,5 ქულას მოუყარა თავი. თითო ქულით ნაკლები მოაგროვეს ელენა დემბომ, კატერინა ლახნომ (უკრაინა) და ანა მუზიჩუკმა (სლოვენია), ჰარიკა დრონვალის (ინდოეთი) 5 ქულა აქვს.

ვაჟებში 8 ტურის შემდეგ ასეთი სატურნირო მდგომარეობაა: შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) - 6,5, ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) - 6, ფრანჩისკო ვალეხო (ესპანეთი), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - 5,5-5,5, სერგეი კარიაკინი (რუსეთი), ვუგარ გაშიმოვი (აზერბაიჯანი) - 5-5 ქულა.

ბლიცტურნირზე დღეს დარჩენილი 7 ტური გათამაშდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა