ქარელის ცენტრალური სასპორტო სკოლა ამ პროფილის ერთადერთი დაწესებულებაა რაიონში, რომელიც მომავალი თაობის სპორტსმენთა აღზრდას ემსახურება
ქარელის ცენტრალური სასპორტო სკოლა ამ პროფილის ერთადერთი დაწესებულებაა რაიონში, რომელიც მომავალი თაობის სპორტსმენთა აღზრდას ემსახურება.

აქაურები, ტრადიციულად, მაღალ შედეგებს ჭიდაობაში აღწევენ, თუმცა არც სპორტის სხვა სახეობები რჩებათ უყურადღებოდ. მაგალითად, რამდენიმე თვეა, რაც რაგბის სექცია ამუშავდა.

რაც მთავარია, ჯგუფები მთელ რაიონშია განაწილებული სპორტული ბაზების, კადრებისა და ტრადიციების გათვალისწინებით. სკოლაში 500-ზე მეტი მოსწავლეა, რომელთა დაოსტატებაზე 20-მდე მწვრთნელი ზრუნავს. გვესაუბრება სპორტსკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ზაზა მარჯანიძე.

- სპორტსკოლის მუშაობის გააქტიურებამ და პროფილის გაფართოებამ გამოაცოცხლა რაიონში სპორტული მუშაობა. ფეხბურთის სექცია დიდი ხანია მოქმედებს, მაგრამ, სამწუხროდ, ბავშვები უსახსრობის გამო ასაკობრივ შეჯიბრებებში ვერ მონაწილეობდნენ. რაიონის გამგებლად ილია ბურჯანაძის დანიშვნის მერე, რომელიც ახლო წარსულში, ერთხანს პირველი ლიგის ლიდერ აგარის "მეშაქრის" პრეზიდენტიც იყო, სიტუაცია სასიკეთოდ შეცვალა. სტადიონსაც მიეხედა და შეჯიბრებებში მონაწილეობაც ფინანსურად შესაძლებელი გახდა. ბავშვთა ფეხბურთის სექცია რაიონში ორია და ორივე ჩვენი სკოლისაა. ქარელში სულიკო ქუმარიტოვი, აგარაში კი მურთაზ ნოზაძე მუშაობს.

- რაიონის სოფლებსა და დაბაში კიდევ სპორტის რომელ სახეობებში გაქვთ გახსნილი ჯგუფები?

- ძიუდოს ჯგუფი დიდი ხანია ნაყოფიერად მუშაობს დაბა აგარაში, ზემო ხვედურეთში, შოთა ხაბარელის მშობლიურ სოფელ ძლევიჯვარში და რუისში. რუისში წლეულს კიდევ ერთმა მწვრთნელმა გახსნა ძიუდოს ჯგუფი. ტრადიციის ძალა მაინც დიდია - ჭიდაობით გაცილებით მეტი მოზარდია დაინტერესებული. ცხადია, კმაყოფილი ვართ ძიუდოს მუშაობით, ყოველწლიურად პროგრესირებს თავისუფალი ჭიდაობის სექცია თემურ ახმედოვის და გია კვინიკაძის ხელმძღვანელობით.

- აღსაზრდელთა წლევანდელ სპორტულ მიღწევებზე რას იტყვით?

- ძიუდოსა და თავისუფალში წარმომადგენლები გვყავს ქვეყნის ასკობრივ ნაკრებებში. დღესდღეობით ყველაზე წარმატებული ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის სამბოში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა გიუნაშვილია.

პირველად ჩავატარეთ შოთა ხაბარელის სახელობის ტურნირი, რომელმაც სპორტის სამინისტროსა და ძიუდოს ფედერაციის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

- სხვა რომელ სახეობებში მიმდინარეობს მუშაობა და თუ ხართ კმაყოფილი მათი წარმატებებით?

- სამწუხაროდ, მსურველთა რაოდენობა ცოტაა ჭადრაკსა და კრივში, ამიტომ შედეგებითაც ვერ გამოვირჩევით. მასობრიობას ვგულისხმობ თორემ 12 წლის მოჭადრაკე გიორგი თავზარაშვილმა უკვე მიიპყრო სპეციალისტების ყურადღება და მისი პერსპექტიულობა ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებსაც ბევრჯერ აღუნიშნავთ. კრივის განვითარებისათვის კი ჯერაც დიდი გარჯა მოგვიწევს.

ვასილ ბალახაძე

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე