WBC-ის ვერსიით სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი, ვიტალი კლიჩკო ტიტულს ბრიტანელი დერეკ ჩისორას წინააღმდეგ ბრძოლაში დაიცავს
WBC-ის ვერსიით სუპერმძიმე წონით კატეგორიის მსოფლიოს ჩემპიონმა, ვიტალი კლიჩკომ მორიგი მეტოქის ვინაობა გაამხილა. უფროსი კლიჩკო ტიტულს ბრიტანელი დერეკ ჩისორას წინააღმდეგ ბრძოლაში დაიცავს.

გერმანული პრესის ცნობით, ამ შეხვედრას მიუნხენის Olympiahalle 2012 წლის 18 თებერვალს უმასპინძლებს.

კლიჩკომ ჩისორას საინტერესო მოწინააღმდეგე უწოდა. 3 დეკემბერს, ბრიტანელმა ქულებით წააგო ცნობილ ფინელ მოკრივესთან რობერტ ჰელენიუსთან, ამასთან, ამ ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებამ ბევრი კამათი გამოიწვია. უკრაინელმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, გამარჯვებულად სწორედ ჩისორა უნდა გამოეცხადებინათ.

ბრიტანელმა, რომელსაც 29 დეკემბერს 28 წელი უსრულდება, პროფესიულ რინგზე 17 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 15 (9 - ნოკაუტით) და ორჯერ დამარცხდა. 2010 წლის ბოლოს ის ვლადიმერ კლიჩკოს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ბრძოლა უკრაინელის ტრავმის გამო გაუქმდა.

ამ ინფორმაციის გამოცხადების შემდეგ დაისვა ბუნებრივი კითხვა - რა ბედი ეწევა ვიტალი კლიჩკოსა და ბრიტანელი დევიდ ჰეის ბრძოლას, რომლის გამართვა მარტის დასაწყისში იგეგმებოდა. იმავე გერმანული პრესის ცნობით, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და ვიტალიმ და დევიდმა, შესაძლოა, საჩემპიონო ბრძოლა 2012 წლის ივნისში ჩაატარონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა