"შალკე" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს ტურის მატჩის ჩასატარებლად ისრაელში მთავარი მწვრთნელის გარეშე გაემგზავრა
დღეს "შალკეს" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს ტურის მატჩი აქვს - გელზენკირხენელები ჰაიფას "მაქაბის" სტუმრობენ, მაგრამ ისრაელში მთავარი მწვრთნელის, ჰუუბ სტევენსის გარეშე გაემგზავრნენ.

მიზეზი ისაა, რომ 58 წლის სტევენსს დედა ჰყავს ძალიან ცუდად. სტევენსს გუშინ, ჰაიფაში გაფრენამდე რამდენიმე წუთითა ადრე დაურეკეს და უთხრეს, რომ დედამისს, რომელიც 85 წლისაა, გულის პრობლელები აქვს, რის შემდეგაც ჰოლანდიელი სპეციალისტი ჰაიფას ნაცვლად სიტარდში გაფრინდა.

"ბილდთან" საუბრისას სტევენსმა განაცხადა, რომ თუ დღეს დედამისის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ისრაელში სასწრაფოდ გადაფრინდება და გუნდს შეუერთდება. თუ არა და "მაქაბისთან" "შალკეს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს მისი ასისტენტი ზეპო აიხკორნი შეასრულებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ შეხვედრაში "შალკეს" კარს 32 წლის ტიმო ჰილდებრანდი დაიცავს.

ეს უკანასკნელი გელზენკირხენელებმა ცოტა ხნის წინ "შეიფარეს" (უკლუბოდ იყო) და აქამდე მხოლოდ "შალკეს" მოყვარულთა გუნდში თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ "შალკეს" ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული აქვს. ამიტომაცაა, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გელზენკირხენში რომ დარჩა: ისრაელში ჰუნტელაარი, რაული, ჯონსი, ფუხსი, მატიპი, პაპადოპულოსი და პირველი მეკარე უნერშტალი არ წავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს