არ შედგა ესპანელი მარკ გასოლის ტრანსფერი "ჰიუსტონში"
არ შედგა ესპანელი მარკ გასოლის ტრანსფერი "ჰიუსტონში". როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, "როკეტსმა" შეზღუდული უფლებების თავისუფალ აგენტს მაქსიმალური კონტრაქტი შესთავაზა. მაგრამ თუ 26 წლის ცენტრს თავისი ამჟამინდელი კლუბი - "მემფისი" იგივე წინადადებით მიმართავდა, უმცროსი გასოლი სწორედ მას დარჩებოდა.

საბოლოოდ, მარკმა და "გრიზლისმა" ახალი კონტრაქტის დეტალებზე მოილაპარაკეს: ოთხწლიანი ხელშეკრულების თანახმად ესპანელი 58 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

"ამაყად შემიძლია გამცნოთ, რომ "მემფისთან" შეთანხმებას მივაღწიე. მოუთმენლად ველი მოედანზე გასვლას ჩემს ძველ პარტნიორებთან ერთად", - დაწერა თავის "ტვიტერზე" გასოლმა.

ეს არ იყო ერთადერთი გარიგება, რომელიც იმ დღეს "მემფისმა" გააფორმა. მან "ინდიანაში" ტრეიდით გაუშვა მცველი ო ჯეი მაიო, სანაცვლოდ კი ფორვარდი ჯოშ მაკრობერტსი და მცველი ბრენდონ რაში მიიღო. "გრიზლისი" და "პეისერსი" ამგვარ გაცვლას ზაფხულშიც გეგმავდნენ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოლაპარაკება ვერ შეძლეს.

გასულ სეზონში მაიო საშუალოდ 11.3 ქულას აგროვებდა, მაკრობერტსისა და რაშის საშუალო შედეგიანობა, შესაბამისად, 7.4 და 9.1 ქულას უდრიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nba
მაიო არ გაუცვლია მაკრობერტსში მემფისს. მაკრობერტსი ლეიკერსში ჩაირიცხა გუშინ
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა