ევროჩელენჯის B ჯგუფის ბოლო ტურში "არმია" ჰოლანდიაში ადგილობრივ "ლეიდენს" დაუპირისპირდა და 76:59 დამარცხდა
მორჩა და გათავდა - ქართული გუნდებისთვის ევროპა დასრულდა. "არმიამ" ჰოლანდიაში "ლეიდენთან" 59:76 წააგო და მომდევნო ეტაპის საგზური მეტოქეს დაუთმო.

არადა, როგორი იმედით ველოდით მეექვსე შეხვედრას, გვეგონა ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდებოდა და "არმიას" მონაწილეობით ევროჩელენჯზე კიდევ ექვს მატჩს ვიხილავდით.

თამაში ტელევიზიით არ გადაცემულა, ამიტომ წაგების კონკრეტულ მიზეზებს გუნდის საქართველოში დაბრუნების შემდეგ შევიტყობთ. დღეს კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ "ლეიდენმა" ყველა კომპონენტში გვაჯობა: მოხსნებში - 46:33, რეალიზებულ ორქულიანებში - 23:18, სამქულიანებში - 6:4...

მასპინძლებმა მატჩი საოცრად დაიწყეს - 24:4 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც დიდი მცდელობის მიუხედავად "არმიამ" თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლო. დღეს უკვე დანანებით შეიძლება ითქვას: გუნდისთვის დიდი დანაკლისი აღმოჩნდა გამთამაშებელი სანდიატა გეინსის არყოფნა, რომელიც ლოკაუტის დასრულებისთანავე ამერიკაში გაემგზავრა.

თბილისელებს კიდევ ერთი წამყვანი კალათბურთელი აკლდათ - გილერმო დიასი. მან "გოტინგენთან" მატჩში მუხლი იტკინა. "არმიას" გეინსის წასვლის შემდეგ სამი კალათბურთელი კი შეემატა, მაგრამ ნებისმიერი გუნდის შესათამაშებლად ერთი კვირა საკმარისი რომ არ არის, ყველას კარგად მოეხსენება.

საპირისპიროდ, გასული სეზონის შემდეგ ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა "ლეიდენმა", ერთი-ორი კარგი ამერიკელიც დაიმატა და სწორედ სათანადო შეთამაშების წყალობით მიაღწია ევროჩელენჯის მეორე რაუნდს.

ევროჩელენჯი. VI ტური. B ჯგუფი

ლეიდენი-არმია 76:59

27:9, 11:15, 16:16, 22:19

მაყურებელი: 1250

მსაჯები: კრის დოდსი (შოტლანდია), სიგმუნდურ ჰერბერტსონი (ისლანდია), იოაკიმ ფორსბერგი (შვედეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tornike
მაინც დიდი მადლობა ბიჭებს!
moli
ფულს ჩვენ ვიხდით და გუნდი რატომ არის ახალაიასი?! ბარემ სახელიც "ბაჩო" დავარქვათ და ზოოპარკშიც ჩავსვათ. ხომ ჰყავს იქ სეხნია.
daviti
negredo,თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ფინანსირდება და ამიტომ.კერძო მფლობელი რომ ყავდეს ამ გუნდს,კარგ კალათბურთელებს გამოცდილ მწვრთნელსაც მოუყვანდა,აქ კი რამდენი გადმოირიცხა,რამდენი დაიხარჯა კლუბში,რამდენი ვის ჯიბეში წავიდა,რა "ატკატი"გაკეთდა ყველა ამ ინფორმაციას გრიფით საიდუმლო ადევს,როგორც მთლიანად თავდაცვის ბიუჯეტს.ამიტო სახელმწიფო ორგანიზაციები არ უნდა იყვნენ კლუბების პატრონები.სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს გუნდებს შეძლებისდაგვარად,ოღონდ თანაბრად.ახლა გამოდის,კერძო მეპატრონე ამა თუ იმ კლუბის,საკუთარ ფულს ხარჯავს გუნდის კეთილდღეობისთვის,ბიუჯეტში გადასახადებს იხდის და ამ მისი გადხდილი ფულით,სახელმწიფო სტრუქტურა მხოლოდ მის კონკურენტს აფინანსებს,ეს კი ძალიან არასამართლიანია.ხვალ კიდე ისეთი მინისტრი მოვიდეს შეიძლება კალათბურთი და საერთოდ სპორტი არ აინტერესებდეს მაინც და მაინც,დაანებოს გუნდის დაფინანსებას თავი და გამოვა ეს ფული წყალსი გადაყრილი,მრავლად ყოფილა ამ ქვეყანაში სახელმწიფო მოხელეების პირადი სიმპატიებით დაფინანსებული სპორტული სახეობები როგორ იცვლებოდნენ ამ ჩინოვნიკებთან ვბლასთან ერთად.
Dato
ეს მილიონები არმიას მოხმარებოდა და არა მაინც გამოვარდნილ 'არმიას' ის აჯობებდა უფრო.
negredo
უბრალოდ ის მიკვირს რატომ დანიშნეს მწვრთელად ტუღუში თუ ესეთ გუნდს აკეთებდნენ ჩამოეკვანათ საშუალო დონის უცხოელი მწვრთნელი და ეხა გასულები ვიქნებოდით,შემადგენლობით მართლა გამორჩეული იკო არმია წლევანდელ ევროჩელენჯზე და მეორე ეტაპზე თავისუპლად უნდა გასულიკო უბრალოდ მწვთნელის ხელი აკლდა გუნდს განსაკუთრებით დაცვაში თამაშისას
me
ვაი თქვენ პატრონს
tbiliskii
ვაი თქვენს პატრონს,როდის მოუგიათ ჩვენებს ან ფეხბურთში ან კალათბურთში გადამწყვეტი თამაშები რომ დგეს მოეგოთ
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის