24 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი ბელარუსში არსებული ფინანსური კრიზისის გამო გაწყვიტა
ზაზა ჭელიძე ბრესტის "დინამოდან" წამოვიდა. 24 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

რა გახდა ამის მიზეზი, ამაზე თავად ფეხბურთელის მონათხრობიდან შეიტყობთ:

"გუნდთან კონტრაქტი 10 თებერვალს მიმთავრდებოდა, ბრესტელები ახალ, 2-წლიან კონტრაქტს მთავაზობდნენ, მაგრამ დარჩენა და თუნდაც ორი თვის ხელფასის აღება არ მიღირდა. ამიტომ "დინამოს" ხელმძღვანელობას მოველაპარაკე, რომ დარჩენილ ხელფასს არ მოვთხოვდი და ორმხრივი შეთანხმებით კონტრაქტი გავწყვიტეთ, გათავისუფლების ფურცელი ავიღე და თავისუფალი აგენტის სტატუსი მივიღე.

წამოვედი იმიტომ, რომ ბელარუსში სერიოზული ფინანსური კრიზისი დაიწყო, რის გამოც "დინამო" ბევრმა ლეგიონერმა დატოვა. როგორც ბელარუსული კლუბების უმრავლესობას, "დინამოსაც" სახელმწიფო აფინანსებდა. გუნდის ბიუჯეტი 5 მილიონი დოლარი იყო, ჩვენ თანხა, ცხადია, ბელარუსულ რუბლებში გვერიცხებოდა. წლეულს კი ადგილობრივი ფული ისე გაუფასურდა და ისეთი ინფლაცია დაიწყო, თუ ადრე 100 დოლარის ეკვივალენტურ თანხას ვიღებდით, ახლა იგივე ხელფასი 10 დოლარს თუ გაუტოლდებოდა", - გვითხრა ჭელიძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, კარიერა უკრაინაში გააგრძელოს, მაგრამ ჯერ კონტრაქტის გაფორმების სრული გარანტია არ აქვს და კლუბის დასახელებისგან თავს იკავებს. ქართულ კლუბებთაგან კი ჯერ არავინ შეხმიანებია.

ბელარუსის დასრულებულ ჩემპიონატში ზაზამ 18 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და ამ ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა გამოცემა "პრესბოლმა" რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა