თურქულ ანთალიაში მიმდინარე მორიგ შეჯიბრებაში გორგოძის მეტოქე "უაილდ ქარდით" მიწვეული თურქი ფატმანურ ათილგანია
საჩოგბურთო სეზონი დასრულებულია, ამ კვირაში ქალთა შორის სულ 4 მცირე საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, ისიც ნაკლებად საჩოგბურთო ქვეყნებში: ჩილეში, ინდოეთში, ჯიბუტიში და თურქეთში. ჩვენ თურქულ ანთალიაში მიმდინარე მორიგი შეჯიბრება გვაინტერესებს, რომლის საპრიზო ფონდი პროფესიული ჩოგბურთისთვის მინიმალური, 10 ათასი დოლარია.

საკვალიფიკაციო ბადეში თამაშობდა 16 წლის თამარ ჭალაგანიძე, რომელიც პროფესიულ ჩოგბურთში პირველ ნაბიჯებს დგამს. მან მე-2 საკვალიფიკაციო წრეში რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინე წიკლაური დაამარცხა - 6:2, 7:6 (5). ფინალურ წრეში ჭალაგანიძე შვეიცარიელ ლუიზ ბოინაის ვერ გაუმკლავდა - 3:6, 1:6 და ტურნირს დაეთხოვა.

ამ ტურნირის ძირითად ბადეში 20 წლის (ახლახან შესრულდა) ეკა გორგოძე (397) ითამაშებს, რომელიც მე-5 ნომრადაა განთესილი.

გორგოძის მეტოქე "უაილდ ქარდით" მიწვეული თურქი ფატმანურ ათილგანია. ჩვენებური ოქტომბრიდან მოყოლებული ანთალიაშია, სადაც ზედიზედ 8 მცირე ტურნირში ითამაშა, თუმცა დიდი წარმატების გარეშე. ვაჟთა ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში მე-7 ნომრად იყო განთესილი გიორგი ცივაძე (1238), რომელმაც მე-2 წრეში ამერიკელ ადჰამ ელ-ეფენდის მოუგო - 7:5, 6:3. ფინალურ ეტაპზე ცივაძე რუს ანდრეი პლოტნისთან დამარცხდა - 4:6, 5:7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა