საქართველოს სუპერთასისთვის ქვეყნის ჩემპიონი "ზესტაფონი" თასის მფლობელ "გაგრას", შესაძლოა, 25 დეკემბერს შეხვდეს
"ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სუპერთასისთვის ქვეყნის ჩემპიონი "ზესტაფონი" თასის მფლობელ "გაგრას", შესაძლოა, 25 დეკემბერს შეხვდეს.

ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციაში დაგვიდასტურეს, მაგრამ ისიც გვითხრეს, რომ მატჩის გამართვის საბოლოო თარიღი და ადგილი ჯერაც დასაზუსტებელია.

რაც შეეხება შეხვედრის ადგილს - ფედერაციამ მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებით ფოთის სტადიონზე ახალი საფარი უკვე დააგო და "ფაზისის" საზეიმო გახსნა სუპერთასის გათამაშებით სურს.

საფარი იმ ბერძნულმა კომპანიამ დააგო, რომელმაც ანალოგიური სამუშაოები ჩაატარა ქუთაისის "ტორპედოს" და თბილისის "ლოკომოტივის" სტადიონებზე. ფოთში მინდვრის დაგება 10 დღის წინ დასრულდა და 25 დეკემბრისთვის მოედანი მზად იქნება, მაგრამ პრობლემა "ფაზისზე" ინფრასტრუქტურის არარსებობაა - ინდივიდუალური სკამები აღებულია, გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები მოსაწყობია, მოკლედ, არ არის ის კეთილმოწყობილი გარემო, სადაც ასეთი რანგის მატჩი უნდა ჩატარდეს.

როგორც ჩანს, ფედერაცია სწორედ ამის გამო არ ჩქარობს სუპერთასის მატჩის გამართვის ადგილისა და თარიღის დასახელებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა