ქუთაისური კლუბის მეპატრონეები სტადიონის განახლების შემდეგ საღორიის ბაზის რეკონსტრუქციასაც შეუდგნენ
ქუთაისის "ტორპედოს" მეპატრონეები სტადიონის განახლების შემდეგ საღორიის ბაზის რეკონსტრუქციასაც შეუდგნენ და ამ დღეებში ახალი, ბუნებრივსაფრიანი მოედნის მოწყობა დაიწყეს.

სტანდარტული ზომის მოედანზე ადგილობრივ ბალახს დააგებენ, რასაც ათი დღე დასჭირდება და იმედოვნებენ, რომ სამ თვეში მინდორი სასურველ კონდიციაში იქნება. ამის მერე მოედანი სრული სამუშაო რეჟიმით დაიტვირთება. კლუბის პრეზიდენტ ლევან ფხაკაძეს გუშინწინდელ, რუსთავის "მეტალურგთან" მატჩამდე ვესაუბრეთ.

"მომავალი წლის სექტემბერს განახლებული აკადემიით, მინდვრებითა და ინფრასტრუქტურით შევხვდებით. ეს უნდა გახდეს დასაწყისი იმ წარმატებებისა, რომლებზეც ქუთაისის "ტორპედო" და მისი გულშემატკივრები ოცნებობენ. უკვე გაკეთებული საქმეები და ახლაც მიმდინარე სამუშაოები კი არის საფუძველი იმისა, რომ ხვალ და ზეგ ჩვენი მიზნები განხორციელდება.

ბუნებრივია, ჩვენი მიზანი გუნდის განვითარებაა, რაც ინფრასტრუქტურის განახლების გარეშე წარმოუდგენელია. საკმაო დრო დასჭირდა პროექტის მომზადებას, სწორი კონცეფციის ჩამოყალიბებას. ამ ხნის განმავლობაში შემუშავდა კონცეფციის რამდენიმე ვარიანტი და მიმაჩნია, რომ საბოლოოდ ყველაზე სწორ მოდელზე შევჩერდით.

ბაზაზე მოეწყობა სტანდარტული ზომის 6 მოედანი, საიდანაც 1 ან 2 ხელოვნურსაფარიანი იქნება, დანარჩენები კი - ბუნებრივი. გარდა ამისა, საფეხბურთო სკოლის განვითარებაზეც ვზრუნავთ", - გვითხრა ფხაკაძემ.

ქუთაისური კლუბის პრეზიდენტი გუნდის თაობაზეც გვესაუბრა და არ დამალა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ტორპედოში" დიდი საკადრო ცვლილებები მოხდება: "მიმაჩნია, რომ ეს პროცესი გამართულად მიდის. მიუხედავად იმ უიღბლობისა, რომელიც ახლახან ზესტაფონში სათასო შეხვედრისას ვიწვნიეთ, გუნდმა ღირსეულად ითამაშა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა.

დარწმუნებული ვარ, "ტორპედო" გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით წარმატებებს მიაღწევს. წინ ზამთრის სატრანსფერო პერიოდია, ის დრო, როდესაც გუნდის სუსტი წერტილები უნდა გავაძლიეროთ, რათა მომავალი წლიდან უფრო ხარისხიანად ითამაშოს"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე