ბრაზილიურმა კლუბმა "სანტოსმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში იაპონიის "კასივა რეისოლი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა
ბრაზილიურმა კლუბმა "სანტოსმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში იაპონიის "კასივა რეისოლი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა. ფინალში მეტოქის ვინაობას ბრაზილიელები ხუთშაბათს, 15 დეკემბერს შეიტყობენ.

"კასივასთან" მატჩში "სანტოსის" შემადგენლობაში გოლები ნეიმარმა, ბორჟესმა და დანილომ გაიტანეს, "კასივას" გოლი კი ხიროკი საკაის ანგარიშზეა.

ბრაზილიური გუნდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში, სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო ტურნირის - ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულის რანგში მონაწილეობს.

"კასივასთვის" "სანტოსთან" მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე იყო. 8 დეკემბერს იაპონელებმა პლეი ოფში ავსტრალიური "ოქლენდ სიტი" (2:0) დაამარცხეს, 11 დეკემბერს 1/4 ფინალში მექსიკის "მონტერეის" (1:1; პენალტებით 4:3) მოუგეს.

15 დეკემბერს, მეორე ნახევარფინალში, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ყატარის "ალ სადი" ითამაშებენ. "ბარსელონა", ისევე როგორც "სანტოსი", მსოფლიოს ჩემპიონატში ნახევარფინალიდან ჩაერთვება. "ალ სადმა" 1/4-ფინალში ტუნისის "ესპერანსე"(2:1) დაამარცხა.

მესამე ადგილისთვის მატჩი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი კვირას, 18 დეკემბერს გაიმართება. დღეს კი უკვე შედგა მეხუთე ადგილისთვის მატჩი, რომელშიც "მონტერეიმ" "ესპერანსე" (3:2) დაამარცხა.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა