ლონდონის "ჩელსიმ" თავისი ნახევარმცველი მაიკლ მანსიენი "ვულვერჰემპტონში კიდევ ერთი წლით მიავლინა.

ლონდონის "ჩელსიმ" თავისი ნახევარმცველი მაიკლ მანსიენი "ვულვერჰემპტონში კიდევ ერთი წლით მიავლინა. 22 წლის ინგლისელი ბოლო ორი სეზონი სწორედ "ვულვზში" იყო განათხოვრებული და ეს იჯარა კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივდა.

საერთოდაც, ამ საყრდენმა ნახევარმცველმა მთელი თავისი (ჯერჯერობით მხოლოდ 4-წლიანი) პროფესიული კარიერის 3,5 წელიწადი განათხოვრებულმა გაატარა. 2006 წლის ზაფხულში, მაშინ ჯერ კიდევ 18 წლისამ, "არისტოკრატებთან" 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ნახევარ წელიწადში თავი ლონდონისვე "ქუინზ პარკ რეინჯერსში" ამოყო, ხოლო მომდევნო ორი სეზონი, როგორც უკვე მოგახსენეთ, "ვულვზში" დაჰყო.

საინტერესოა, რომ მანსიენის მამა, მაიკლ მანსიენი-უფროსი წარმოშობით სეიშელის კუნძულებიდანაა და ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ 2006-ში მაიკლ-უმცროსს ეროვნული გუნდის გარანტირებული წევრობა შესთავაზა. მაგრამ 18 წლის ლონდონელმა თავის ისტორიულ სამშობლოს უარი უთხრა – მაიკლ მანსიენმა ინგლისის ყველა ასაკობრივი ნაკრები გაიარა და 2008 წლის ნოემბერში ფაბიო კაპელოსგან ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაც მიიღო, თუმცა გერმანიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე