ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გვარდიოლას მომართული სამიზნე

გვარდიოლას მომართული სამიზნე

"ბარსელონას" მწვრთნელმა შეგირდებს მოუწოდა, გამოყენონ ბოძებული შანსი და პლანეტის უძლიერესი კლუბის სახელისთვის იბრძოლონ
იაპონიაში ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ შეგირდებს მოუწოდა, გამოყენონ ბოძებული შანსი და იბრძოლონ პლანეტის უძლიერესი კლუბის სახელისთვის.

"ბლაუგრანას" თავკაცი იმედიანად არის განწყობილი, რადგან ამომავალი მზის ქვეყანაში გამგზავრებამდე მისმა შეგირდებმა უპრინციპულეს დაპირისპირებაში "რეალს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3:1 მოუგეს.

"ბარსელონა" დღეს ნახევარფინალური ეტაპიდან დაიწყებს ასპარეზობას და აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ ყატარულ "ალ სადს" შეხვდება. კატალონიელებმა უკანასკნელად ამ თასზე 2009 წელს იასპარეზეს. მაშინ მათ ფინალში არგენტინული "ესტუდიანტესი" დამატებით დროში 2:1 დაამარცხეს.

"ბარსელონას" მიმდინარე სეზონში 26-დან მხოლოდ ერთი მატჩი აქვს წაგებული, თუმცა სენიორ ხოსეპი არ აპირებს ამ შედეგის გამო ღრუბლებში ფრენას. "ჩემს ბიჭებს უკვე ვთხოვე, რომ ამ შანსისთვის ბოლომდე იბრძოლონ, რადგან მსგავსი ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა ხშირად არ გეძლევა, - განაცხადა გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე. - ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სახელისთვის ვიბრძვით და დავიმსახურებთ მას თუ არა, ცოტა ხანში ვნახავთ. ამისთვის საუკეთესო თამაშის ჩვენება მოგვიწევს. "ალ სადი" ის ძალაა, რომელსაც ბევრი სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია".

მწვრთნელს ეთანხმება გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლიც: "ალ სადი" ნახევარფინალში გავიდა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ კარგი გუნდია. იაპონიაში დიდი იმედებით ჩამოვედით, თუმცა მშვენივრად გვესმის, რომ ოპონენტს შეუძლია ცხოვრება გაგვირთულოს".

"ხალხს შეუძლია, რაც სურს ის ილაპარაკოს, რომ ესა თუ ის გუნდი დიდებულ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ისტორიაში მხოლოდ ისინი რჩებიან, ვინც ტიტულს იგებს. ჩვენ ჯერ კიდევ შეუჩვევლები ვართ საათობრივი სარტყელის ცვლილებას.

იაპონიაში გადმოფრენა იყო ხანგრძლივი და ძალიან დამღლელი. თანაც ჩვენ მეტოქეზე პრაქტიკულად არაფერი ვიცით. თუმცა რამდენადაც ახლოვდება ნახევარფინალი, იმდენად მონდომებით ვვარჯიშობთ. "რეალთან" თამაშის მოგების შემდეგ უკვე ნამდვილად ვიცით, რომ სწორ გზას ვადგავართ. ისიც გვესმის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ტიტულის მოგების შანსის ხელიდან გაშვება დაუშვებელია," - დასძინა ჟერარდ პიკემ.

შეგახსენებთ, რომ "ალ სადისა" და "ბარსელონას" შორის მატჩი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა